x
image
alex999
გამოიგონეს ალტერნატიული ხერხემალი!
ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს ალტერნატიული ხერხემალი, რომელიც თავისით

იზრდება. აშშ-ს მინესოტას შტატში მდებარე, მაიოს კლინიკურ საავადმყოფოში

მკვლევარებმა გამოიგონეს ზურგის და წელის პრობლემების მოგვარებისთვის

ხელოვნური ხერხემალი.



image


პოლიმერული პენოპლასტისგან წარმოებული ხელოვნური ძვალი, იღებს ხერხემლის

ფორმას და ასრულებს ზურგის ტვინის ამოცანებს.


image



როგორც ვიცით, ჩვენ ქვეყანაში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კიბოთი

დაავადებულთა რაოდენობა დღითიდღე მატულობს. როდესაც კიბოს უჯრედები

მეტასტაზებს განიცდიან, უმეტესწილად ზურგის ტვინზე გადადიან.


image


რას ნიშნავს მეტასტაზი?


წარმოადგენს სინსივნური ქსოვილის იმპლანტს, რომელიც ვრცელდება სიმსივნის ძირითადი კერიდან სხვა ორგანოებში. კეთილთვისებიანი სიმსივნეები მეტასტაზირებას არ განიცდიან. ავთვისებიანი სიმსივნეების დროს ადგილობრივი ინვაზია განაპირობებს სისხლმილებში, ლიმფურ მილებში, ღრუებში, სიმსივნური უჯრედების პენეტრაციას და გავრცელებას. მეტასტაზირება ჩვეულებრივ ხდება სისხლის ნაკადით (ჰემატოგენური მეტასტაზი) და ლიმფით (ლიმფოგენური მეტასტაზი). კიბოს უჯრედები უმეტესად ლიმფოგენური გზით ვრცელება, სარკომისა კი - ჰემატეგენურად. მეტასტაზი შეიძლება განვითარდეს აგრეთვე სიმსივნური უჯრედების ჩანერგვით მეზობელ საღ ქსოვილში (იმპლანტაციური მეტასტაზი).


image


მეტასტაზირების პროცესი სამფაზიანია :


1. სიმსივნური უჯრედის შეღწევა სისხლძარღვებში ან ლიმფურ სადინარებში.

2. მისი გადატანა სისხლის ან ლიმფის ნაკადით უახლოეს ან შორეულ ორგანოში.

3.მეტასტაზური სიმსივნის განვითარება ახალ კერაში.


image


მაიოს კლინიკის მკვლევარების და ექიმების განცხადებით, ეს ხერხემალი

უახლოეს მომავალში ადამიანებზე ოფიციალურად იქნება გამოყენებული.

ის ჩაანაცვლებს ტიტანიუმს, რომლის საშუალებითაც ხდებოდა დღემდე

ზურგის ტვინის ან ხერხემალის დაავადებებების პრობლემების გადაჭრა.

უახლესი ხელოვნური ხერხემალი და ძვალი მომავალში ასევე ძვლების

მოტეხილობებსაც ჩაანაცვლებს...


imageimage



















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

4
232
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
232
  
2016, 18 მარტი, 12:03
ვერ ჩაანაცვლებს, ძვალი არის ძვალი და იმპლატანტი კი იმპლატანტი, იმპლატანტი როდესღაც მაინც ,,გაჟონავს''
რა ვიცი, აბა, ცოტა ფანტაზიის სფერო მგონია(
2016, 17 მარტი, 20:44
ძალიან კარგია, რომ მედიცინა დღითიდღე იხვეწება.
0 1 4