სხვა ნახევრადძვირფასი ქვების ენერგია ჩვენს სამსახურში 2016, 24 მარტი, 8:55 სამყაროს ბუნებრივ და საკმაოდ ჩვეულებრივი საგანებს, შეუძლიათ გამოიწვიონ უჩვეულო შედეგები. და ძვირფასი ქვები ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. ქვა უფრო მეტია, ვიდრე უბრალო სამკაული. იმისათვის, რომ დედამიწის წიაღში, კრისტალები ჩამოყალიბებულიყო, არაერთი ათასი წელი იყო საჭირო! ყველა ტიპის კრისტალს აქვს თავისი სამკურნალო და სულიერების ასამაღლებელი თვისება და ქვის შეძენის დროს, ამ თვისებების გათვალისწინება აუცილებელია. კვარცი ეს მინერალი ადამიანს ენერგიას მატებს და მის «თანმიმდევრულ» აზროვნებას უწყობს ხელს. ფანტავს ნეგატიურ ენერგია, ხელს უწყობს აზრების მობილიზირებას. თუ თავს დათრგუნულად და მოდუნებულად გრძნობთ, კვარცი საუკეთესო არჩევანია. კვარცი წყლის საუკეთესო ფილტრია, ხოლო ასეთი წყალი, საუკეთესო მკურნალია მათთვის, ვისაც სასუნთქი სისტემების დაავადება აწუხებთ. კვარცის ტარება რეკომენდირებულია იმ ადამიანებისთვის, ვინც საკუთარ თავში დარწმუნებული არ არის და დამშვიდება ესაჭიროება. ყველა სახის კვარცი (მთის ბროლი, ამეთვისტო, რაუხტოპაზი, მორიონი, ციტრინი) ადამიანს ამშვიდებს, შიშს უქარწყლებს და სტრესს აძლევინებს. გარდა ამისა, კვარცი სივრცეს ნეგატიური ენერგიისგან ასუფთავებს. ამეთვისტო ამ ქვას ძლიერი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და საუკეთესო საშუალებაა სტრესის მოსახსნელად. ამაგრებს ნერვულ სისტემას, აძლიერებს თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს აქტიურობას. არეგულირებს სისხლის წარმოქმნას და აუმჯობესებს მისი მოძრაობის პროცესს. ამეთვისტოს ალკოჰოლიზმის განკურნებაც შეუძლია, თუ პაციენტი ამ ქვაზე დაყენებულ წყალს დალევს. ეს ქვა უძილობის მკურნალიც არის. იმ შემთხვევაში, თუ ის საწოლის სიახლოვეს ან უფრო უკეთესი, თუ საწოლში დევს. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ის სივრცეს ნეგატიური ენერგიისგან ასუფთავებს და ლოცვის დროს, მისი სიახლოვე (ხელში დაჭერა), ძალიან კარგ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე, კერძოდ, მის სულიერ მდგომარეობაზე. მთვარის ქვა
აძლიერებს აღქმისა და ინტუიციის უნარს. არეგულირებს ემოციებს, აღვივებს საკუთარი თავისადმი რწმენას. ტიბეტურ სახალხო მედიცინაში, მას ეპილეფსიის და სხვა ნერვული შეტევების სამკურნალოდ და ნერვული სისტემის გამოფიტვის დროს იყენებენ. მთვარის ქვა დადებითად მოქმედებს მათზე, ვისაც თირკმელები, ღვიძლი, კუჭი, ნაღვლის ბუშტი და საშარდე გზები აწუხებს. ასევე გამოიყენება დამბლის, შეშუპების, სეფსისის, ასთმის, ხერხემლის და ძვლის ქსოვილების დაავადების მკურნალობის დროს. წარსულში, ზოგიერთ ხალხებში, მთვარის ქვას უფრო დიდი ფასი ჰქონდა, ვიდრე ოქროს და წმინდა ქვად ითვლებოდა. უძველესი დროიდან მოყოლებული, მთვარის ქვა ორატორების და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანების თილისმად ითვლეა. ციტრინი
ხელს უწყობს თავმოყვარეობისა ზრდას და უზრუნველყოფს მჭიდრო კონტაქტის დამყარებას საკუთარ «მე»-სთან. ციტრინი იზიდავს სიმდიდრეს და მატერიალურ კეთილდღეობას. აზარტულ ადამიანებს ციტრინის თილისმა წარმატების შანსებს უზრდის სარისკო სიტუაციებში, ხოლო წაგების შემთხვევაში, არ აძლევს წონასწორობის დაკარგვის საშუალებას. მინერალი კარგად მოქმედებს შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანებზეც, აძლევს რა, შთაგონებას, ახალი იდეებისთვის, ძალას - პროექტების რეალიზაციისთვის, და ამავდროულად, შემოსავალს – დახარჯული შრომისთვის და ახალი იდეების განსახორციელებლად. ვარდისფერი კვარცი ითვლება, რომ ვარდისფერი კვარცი გულის მინერალია და სიყვარულის, სილამაზის, სინაზის და სულიერი წონასწორობის სიმბოლო არის. ის იცავს ოჯახურ ბედნიერებას და შეუცვლელია სიყვარულის დროს. მას შეუძლია მრისხანების ჩახშობა და გაუთხოვარ ქალბატონებს, ბედის გახსნაში ეხმარება. ვარდისფერი კვარცი სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვისაც პრობლემები აქვთ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებით. ის ორგანიზმს დაღლილობისგან ათავისუფლებს. გარდა ამისა, კარგად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, კუჭქვეშა ჯირკვალზე, გამოყოფის ორგანოებზე, დიაბეტზე, ლიმფურ და იმუნურ სისტემებზე. არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ იგი ხელს უწყობს ადამიანის დღეგრძელობას და რომ ის აძლევს სასიცოცხლო ძალას თავის მფლობელს. კიანიტი
კიანიტი – «ინი და იანის» კონცეფციის განსახიერება არის, ის ათავისუფლებს ადამიანს ემოციური სტრესისგან და მისგან გამოწვეული შედეგებისგან. ის ადამიანის ორგანიზმში, უჯრედების რეგენერაციას და ნივთიერებათა ცვლას უწყობს ხელს, ამაღლებს სასიცოცხლო ტონუსს და დადებითად მოქმედებს თავის ტვინის მუშაობაზე, აუმჯობესებს მეხსიერებას. ეს ქვა წესიერების სიმბოლოდ ითვლება და ის მიმნდობ და კეთილ ადამიანებს იცავს მზაკვარი და ბოროტი ადამიანებისგან. მისი გავლენით, ადამიანი უფრო ფრთხილი და დაკვირვებული ხდება, რაც საბოლოო ჯამში, მას ფინანსური დანაკარგებისგან იცავს. არჩევა: როგორც ვნახეთ, ყველა კრისტალი სხვადასხვა სახის ენერგიას ასხივებს და უნდა ავირჩიოთ ის ქვა, რომელიც ყველაზე მეტად გვესაჭიროება მოცემული მომენტში. ასევე, ქვის შეძენისას, შეიძლება ისე მოხდეს, რომ რომელიმე ქვამ უფრო მეტად მიგვიზიდოს. ასეთ დროს, უნდა ვენდოთ ინტუიციას და ამ ქვაზე უარი არ უნდა ვთქვათ! ქვის არჩევის დროს, მნიშვნელოვანია მისი ენერგიის შეგრძნება. ამისთვის, საჭიროა ხელის გულის ჰორიზონტალურად გაჩერება ქვის თავზე და მისი «ვიბრაციებს» შეგრძნება. ის ქვა უნდა შევიძინოთ, რომელსაც უფრო ძლიერ შევიგრძნობთ. ქვა პირადად უნდა ავირჩიოთ, სხვების რჩევების გარეშე! და რაც უფრო მეტი ქვა გექნება, მით უფრო მეტ პოზიტიურ ენერგიას მივიღებთ მათგან! და რაც უფრო ღრმა არის პრობლემა, მით უფრო დიდი კრისტალის შერჩევა არის საჭირო. 1047 7-ს მოსწონს 1-ს არა
|