x
image
ციცი
Mediator image
ბუკა პეტრიაშვილის ქალიშვილი საზოგადოებას მიმართავს-"სხვებს რატომ იმეტებთ?"

image
"თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივან ალექსი(ბუკა) პეტრიაშვილის ქალიშვილი ნატა პეტრიაშვილი საქართველოში მიმდინარე უკანასკნელ მოვლენებს სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საშუალებით ეხმიანება. იგი სტატუსით საზოგადოებას მიმართავს, რომელიც მის მამაზე შეირაღებულ თავდასხმასა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეხება:

"რამოდენიმე თქვენგანმა ღიად გაუკეთეთ ანალიზი და საჯაროდ გამოიტანეთ დასკვნა მამაჩემის, ბუკა პეტრიაშვილის მკვლელობის მცდელობის ამბავზე. ზოგმა პირადიაო, ზოგმა პოლიტიკურიაო, ზოგი უკმაყოფილო იყო არსებული და მოხვედრილი ტყვიების რაოდენობით და ადგილმდებარეობით, ზოგმაც - რა მოხდა, ესეთი ამბები დიდი ხანია ტრადიციად იქცაო.
თქვენი ანალიზი არც პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს მოჰკლებია. თანაც, ხშირად, წინადადებას ასე იწყებთ: "მართალია, დანაშაულია რაც გააკეთეს და დაუშვებელია ასეთი მასალის გავრცელება, მაგრამ..." მაინტერესებს გულით, სიტყვა "დაუშვებელია" როგორ ხვდება წინადადებაში, სადაც ერთერთი მომდევნო სიტყვა არის "მაგრამ". არ არსებობს მიზეზი, რაც ოდნავ მაინც გაამართლებს ამ ფაქტს, ნუ ეძებთ, ვერ იპოვნით.
ყველაფერს რასაც ასკვნით და შემდეგ წერთ, ამ გზით თუ იმ, ყველა კითხულობს. რა თქმა უნდა ვერავინ აგიკრძალავთ თქვენი აზრის გამოთქმას და არც არავინ აპირებს, უბრალოდ მინდა შეგახსენოთ, რომ ყველაფერს რასაც წერთ, თქვენი ჩატარებული უნაკლო ექსპერტიზის შემდეგ, კითხულობენ ოჯახის წევრები და მეგობრები.
მაინტერესებს ერთი რამ, თუ ისეთ კომენტარს წერთ რისი წაკითხვაც თქვენვე გულს გატკენდათ, სხვებს რატომ იმეტებთ?"
image
image

0
121
1-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0