კულტურა თანამედროვე მსოფლიოს 7 საოცრება, რომელთა პოპულარობა ყოველგვარ რეიტინგს უძლებს 2016, 16 მარტი, 20:22 თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე გასაოცარი და შთამბეჭდავი ძეგლების უამრავი კლასიფიკაცია არსებობს. მათ შორის შეიძლება ამოვარჩიოთ უნიკალური ნაგებობები ნიშნით "ყველაზე-ყველაზე...'', როცა შერჩეული ღირსშესანიშნაობა წარმოდგენას გვიქმნის ამა თუ იმ ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობაზე. თუ ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ და პლანეტის სიმდიდრებს მიუკერძოებელი თვალით შევხედავთ, იქ აუცილებლად ვიპოვით ობიექტებს, რომლებიც ყველანაირ კლასიფიკაციას და რეიტინგს უძლებენ.
მაშ ასე, თქვენს წინაშეა შვიდი საოცრება თანამედროვე სამყაროდან, რომლებიც თითქმის ყველა პოპულარულ რეიტინგში ფიგურირებენ.
1. ანგკორ ვატის ტაძარი (კამბოჯა) ანგკორი-კამბოჯის უძველესი ძეგლია, რომელიც ნანგრევებისა და ჰიდრავლიკური ნაგებობების კომპლექსს წარმოადგენს. ანგკორ-ვატის ტაძარი -ამ კომპლექსის ყველაზე დიდი და კარგად შენახული არქიტექტურული ძეგლია. კამბოჯელები ღირსეულად ამაყობენ ამ სიძველით - ის ულამაზესია და ინახავს უამრავ სიმბოლისტურ ფასეულობას. განსაკუთრებით ძვირფასია ტაძრის ფასადზე გაკეთებული ბარელიეფები. 2. ფორტი დერავარი (პაკისტანი) დერავარის ფორტი პაკისტანის უდაბნოს შუაგულში მდებარეობს. ეს არის 30 მეტრი სიმაღლის და 1500 მეტრი პერიმეტრის უზარმაზარი ციხე-სიმაგრე. ფორტში შესასვლელად სპეციალური ნებართვაა საჭირო, მაგრამ გარედან მისი დათვალიერება ყველა მსურველს შეუძლია. 3. სტოუნჰენჯი (ინგლისი) სტოუნჰენჯი - დიდი ზომის უამრავი ქვისაგან შემდგარი იდუმალი და გასაოცარი ძეგლია. ეს არის ხელით შექმნილი საოცრება, მით უმეტეს, რომ იმ პერიოდში, როცა სტოუნჰენჯი შეიქმნა, ადამიანებს არ ჰქონდათ არანაირი მექანიზმები და ცემენტი, რომ ქვები ერთმანეთზე დაეწყოთ და დაემეგრებინათ. ძეგლის ორიგინალობა გამოიხატება იმაში, რომ ქვები ქმნიან უზარმაზარ წრეს. ყოველწლიურად უამრავი ტურისტი ჩამოდის ამ ადგილებში, რათა საკუთარი თვალით იხილოს ეს გრანდიოზული საოცრება. 4. ბორობუდურის ტაძარი (ინდონეზია) ბორობუდურის ტაძარი-საკულტო ნაგებობაა, რომელიც კუნძულ იავის ცენტრში მდებარეობს. ის ბუდისტების პილიგრიმობის ერთ-ერთი ცნობილი ადგილია. ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან ტაძარი უზარმაზარ მანდალას- ბუდისტების საკრალურ ნიშანს მოგვაგონებს. ტაძრის ბარელიეფები ბუდა შაკიამუნის ცხოვრების სრულ ისტორიას მოგვითხრობენ. 5. ჯენეს დიდი მეჩეთი (მალი) ჯენეს დიდი მეჩეთი მალის ცენტრში მდებარეობს. ის მსოფლიოში ყველაზე დიდ თიხისაგან გამოძერწილ შენობას წარმოადგენს. ადგილობრივი მცხოვრებლები ყოველწლიურად ახდენენ ძეგლის გამაგრებას თიხით, რადგან ხანგრძლივმა წვიმებმა შესაძლებელია ტაძარი სერიოზულად დააზიანოს. 6. ჩანდ - ბაორის საფეხურებიანი ჭა (ინდოეთი) საფეხურებიანი ჭები, ისეთი, როგორიცაა ჩანდ-ბაორი, ინდოეთში საკმაოდ დიდ რაოდენობით გვხვდება. ისინი შენდებოდა რელიგიური მიზნებით: წყალი, რომელიც ამ ჭებში გროვდებოდა, გამოიყენებოდა სარიტუალო განბანის დროს. ჭის კედლები წარმოადგენს ორმაგ საფეხურებს, რომლებსაც 30 მეტრის სიღრმეზე ჩავყავართ მიწაში. 7. აღდგომის კუნძული (ჩილე) აღდგომის კუნძული- წყნარი ოკეანის სამხრეთ - აღმოსავლეთ ნაწილში განცალკევებით მდებარე კუნძულია. ის მთელ მსოფლიოშია ცნობილი მოაის ქანდაკებებით. მოაი ისე საგულდაგულოდაა ქვაში გამოკვეთილი, რომ სახეზე ნაოჭებს და ხელებზე თითებსაც კი შეამჩნევთ. თითოეული სკულპტურის სიმაღლე 2, 5-9 მეტრამდეა, ხოლო წონა 14-დან 18 ტონამდე. ვინ ან რა მიზნით გამოკვეთა ეს სკულპტურები-ჯერჯერობით უცნობია. 288 7-ს მოსწონს
|