x
image
მანჩო 777
ულამაზესი კიბე-მაქცია სან - ფრანცისკოს მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა გახდა
სულ ცოტაოდენი ხნის წინათ სან-ფრანცისკოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ რაიონში - მორაგეში გასაოცარი მოზაიკური კიბე გაიხსნა. ის დღეში რამდენჯერმე იცვლის ფერს და ანათებს მზის არეკლილ სხივებზე - ერთი სიტყვით, კიბის ნახვისას იქმნება შთაბეჭდილება, რომ მას მაგიური თვისებები აქვს.


image

ძნელი დასაჯერეებლია, რომ სან-ფრანცისკოში, მე-16 ავენიუზე აგებული ულამაზესი მოზაიკური კიბე არა არქიტექტორების, არამედ უბრალო მოქალაქეების შექმნილია. სამმა მეგობარმა-ამ პროექტის ინიციატორებმა, დასახმარებლად კიბის მახლობლად მცხოვრებ მოქალაქეებს უხმეს, მათაც არ დაიზარეს და ნახევარწლიანი სკურპულოზური შრომის შემდეგ ქალაქს აჩუქეს გასაოცრად ლამაზი კიბე, რომელსაც 163 საფეხური აქვს და გახსნისთანავე ქალაქის ყველაზე გრძელ კიბედ იქცა.


image



პროექტის მონაწილე ენთუზიასტების ერთმა ნაწილმა შეადგინა ესკიზები ფანტასტიკური ცხოველების, ფრინველების და თევზებისა, სხვები მოზაიკის დაგებაზე მუშაობდნენ, პროექტს მხარდამჭერად მოევლინა მოზაიკის დამამზადებელი ადგილობრივი კომპანია, რომლის სპეციალისტებიც ვოლონტიორებს დაეხმარნენ ნახატების დასრულებაში.


image


ერთობლივი შრომის შედეგი მართლაც რომ შთამბეჭდავი აღმოჩნდა: მოზაიკის კიბე დღის განმავლობაში არამარტო რამდენჯერმე იცვლის ფერს, არამედ მასზე ნახატებიც რიგრიგობით მონაცვლეობს. დღისით კიბის საფეხურებს მხიარულად ანათებს მზე, ხოლო ღამით, მთვარის შუქზე კიბის ქვედა ნაწილში იდუმალად იყურება საოცრად ლამაზი ნახევარმთვარე, მაგრამ როგორც ქალაქის მცხოვრებლები სიამაყით ჰყვებიან, კიბე ყველაზე მშვენიერია მზის ამოსვლის და ჩასვლის დროს, როდესაც მოზაიკის სარკისებური ზედაპირი მთელი თავისი ბრწყინვალებით ანათებს.

მაგიური კიბე გახსნისთანავე გახდა ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღისშესანიშნაობა და გამოწვევა ყველა ადამიანისათვის, ვისაც სურს სამყარო უკეთესობისაკენ შეცვალოს.


image


5
158
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
158
  
2016, 11 ივნისი, 10:24
ულამაზესია
2016, 8 ივნისი, 23:56
მაგრად გამაცინეთ:DDD
2016, 8 ივნისი, 20:32
მე მიჩვეული ვარ სროლისას, ავტომატურად გასროლის დათვლას და ვიცი ლიმიტს როდის ამოვწურავ. :)))
2016, 8 ივნისი, 20:31
გაიხარე, მე ვერ გავაზიარე, სად ამოწურე ლიმიტი, ვერ გავიგე :DDD
0 1 5