კულტურა ყველაზე ძნელადმისადგომი მონასტრები მსოფლიოში 2013, 23 ოქტომბერი, 22:36 სხვადასხვა რელიგიის მონასტრებს შორის განსაკუთრებით ბუდისტური მონასტრები გამოირჩევიან თავისი მიუწვდომელი მდებარეობით. ბუდისტები ცდილობდნენ მონასტრები ისეთ ადგილას აეშენებინათ, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს შეძლებოდა მისი მონახულება და ბუდისტი ბერებიც უფრო ახლოს ყოფილიყვნენ ღმერთთან.მიუხედავად ამისა, ქვემოთჩამოთვლილი მონასტრები უკვე არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენენ და მათთან გაყვანილია სპეციალური გზები ხიდებისა და კიბეების სახით.
მიუხედავად მათი ერთი შეხედვით სახიფათო ადგილმდებარეობისა, მონასტრები შესანიშნავადაა შენარჩუნებული და ძველებურად დიდებული და ულამაზესია.
1. მეტეორის მონასტერი, საბერძნეთი.
ეს არის სამონასტრო კომპლექსი, აშენებული XV საუკუნეში, თავის დროზე კომპლექსი ითვლიდა 24 მონასტერს, მათგან დღეისათვის შენარჩუნებულია 4, რომლებშიც ახლაც ბერები ცხოვრობენ. თავიდან მონასტრებისაკენ მიმავალი გზა საკმაოდ რთული იყო და მხოლოდ 1920 წელს გამოკვეთეს კლდეში საფეხურები, რომ უფრო გაიოლებულიყო მონასტრამდე მიღწევა. 2.ბუდისტური მონასტერი ტაუნგ-კალატი, მიანმა. მონასტერი მდებარეობს მიანმაში 737 მეტრი სიმაღლის მთაზე. მონასტრამდე რომ მიაღწიო, უნდა აიარო 777 საფეხური.თუმცა ამ გზის გავლა ნამდვილად ღირს, რადგან მთაზე ასვლისას გასაოცარი სილამაზე გადაიშლება თვალწინ. 3.ტაკცანგ-ლაკხანტის ბუდისტური მონასტერი, ბუტანი. ადგილი, სადაც ეს მონატერია აგებული, საკმაოდ სახიფათოა და "ვეფხვის ბუდეს" უწოდებენ. ესაა 900 მეტრზე მეტი სიმაღლის კლდე, რომელსაც საკმაოდ ციცაბო, თითქმის ვერტიკალური გვერდები აქვს. მონასტერი ხშირად იფარება სქელი ნისლის საფარველით, რაც კიდევ უფრო მეტ იდუმალებას ანიჭებს მას. 4.პანაგია-სუმელას მონასტერი, თურქეთი. მონასტერი მდებარეობს 1200 მეტრი სიმაღლის მთაზე და იგი დაარსებულია 386 წელს.სიძველის გამო ის ძალიან მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა და ტურისტების ინტერესის საგანს წარმოადგენს. ლეგენდა გვიამბობს, რომ მონასტერი დააარსა ორმა ბერმა, რომლებმაც მთის გამოქვაბულში იპოვეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი.მონასტერი რამოდენიმეჯერმე იქნა აღდგენილი, ხოლო VXVII საუკუნეში მიიღო თავისი საბოლოო სახე. 5.დაკიდებული მონასტერი, ჩინეთი. მონასტერი აგებულია ფაქტიურად კლდეზე 75 მეტრ სიმაღლეზე. მას იჭერს კლდეში გაკეთებული კორიდორები და ხის ბოძები. მონასტერი აერთიანებს 40 დარბაზს, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ხიდებით, კორიდორებითა და სპეციალური გადასასვლელებით. 740 16-ს მოსწონს
|