კულტურა თევზაობა "ცოცხალ წიაღისეულზე" ბრაზილიის მდინარეებში 2014, 2 მაისი, 19:44
ალბათ ბევრ თქვენგანს არ ეცოდინება, რომ სამხრეთ ამერიკის უდიდესი სახელმწიფო-ბრაზილია განთქმულია არამარტო კარნავალებით, კურორტებითა და ლამაზმანებით, არამედ თევზაობითაც.
ბრაზილიის მდინარეებში ბინადრობს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მტკნარი წყლის თევზი-არაპაიმა. აბა წარმოიდგინეთ, რომ ამ თევზის სიგრძე ხშირ შემთხვევაში 2 მეტრს, ხოლო წონა 200 კილოგრამს შეადგენს.
მეთევზეებისათვის არაპაიმა ძალიან ძვირფას ნადავლს წარმოადგენს. ბრაზილიის ბუნების დაცვის სამმართველოს წარმომადგენლები ცდილობენ წინ აღუდგნენ ამ ფაქტს და აკონტროლონ იშვიათი თევზის ჭერის შემთხვევები, რადგან ძვირფასი თევზის ეს ჯიში უკვე გადაშენების პირასაა მისული. გთავაზობთ არაპაიმაზე თევზაობის ამსახველ საინტერესო ფოტოსურათებს. 1238 16-ს მოსწონს
|