სხვა რითი ერთობიან ნარკობარონების შვილები - შოკისმომგვრელი ფოტოები სოციალური ქსელებიდან 2016, 16 მარტი, 13:55
საინტერესოა, როგორი ცხოვრება აქვთ და რით ერთობიან შავი ბიზნესის "მეფეების" შვილები. ამაზე მსჯელობა ჩვენ მხოლოდ სოციალურ ქსელებში განთავსებული ფოტოებიდან თუ შეგვიძლია. მოოქროვილი იარაღი, ულამაზესი გოგონები ბიკინებით, "მოშინაურებული" მტაცებელი ცხოველები, ძვირფასი ავტომობილები - ინსტაგრამზე არსებული ფოტოებიდან თუ ვიმსჯელებთ, ეს ყველაფერი აუცილებელი ატრიბუტებია ნარკობარონების გათამამებული შვილებისთვის. თქვენ არ ვიცი, მაგრამ ამ ფოტოების ნახვის შემდეგ მე ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ უბრალოდ არ იციან რაში დახარჯონ მამიკოების ნაშოვნი ფული. რაც მთავარია, სულაც არ აინტერესებთ რა გზით არის ეს სიმდიდრე დაგროვებული და, რაც უფრო ამაზრზენია, სულაც არ უწუნებენ მამიკოებს არჩეულ გზას... გთავაზობთ უბრალოდ გადახედოთ ამ ფოტოებს და დასკვნები თავად გამოიტანეთ. 1603 8-ს მოსწონს
|