x
image
მოზამბიკელი
10 საინტერესო ფაქტი, რომელიც ყველამ არ იცის (ნაწილიIV)
წინა სტატიებში საინტერესო ფაქტების შესახებ გიამბობდით,

დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ საიტერესო ფაქტებს ცხოველების შესახებ.

image



1.1850 წელს ამერიკაში ბუღურები შეიყვანეს, მათ ისე ელოლიავებოდნენ, რომ ღორმუცელობით დაეხოცათ. ხელმეორედ შეყვანილები კი ისე გამრავლდნენ, რომ მარცვლეულის მთელი მოსავალი გაანადგურეს. მოგვიანებით კი როცა ბოსტონში მუხლუხო გაჩნდა, მათ ქალაქის მოსახლეობა შიმშილისგან იხსნეს, რის გამოც მადლიერმა ბოსტონელებმა ამ საყვარელ ფრინველებს ძეგლი დაუდგეს.


image



2.ტოკიოს ზოოპარკი წელიწადში ერთხელ, ორი თვის ვადით იხურება, რათა ცხოველებმა ადამიანებისგან დასვენება შეძლონ.

image



3. მამალ კუებს ბაკნის ქვედა მხარე ოდნავ შეზნექილი აქვთ. ეს მათ, სასიყვარულო აქტის დროს, დედლის ზურგიდან ჩამოცურებისგან იცავს.


image




4.მინდვრის თაგვებში წრუწუნების ხოცვა ჩვეულებრივი ამბავია. მდედრები შვილებს

უხოცავენ მეზობლებს, რათა საკუთარი ტერიტორია გააფართოვონ. მამრები კი იმიტომ

ხოცავენ პატარებს, რომ მდედრებთან შეწყვილება დააჩქარონ.

image


5.სახალინზე ახალმოსახლე რუსებმა შენიშნეს, რომ იქაურ დათვებს ძალიან ეშინოდათ

ძროხების და სადაც დაინახავდნენ, თავზარდაცემულები გარბოდნენ.

მიზეზი ის იყო, რომ მათ არასოდეს ენახათ ასეთი ცხოველი და არ იცოდნენ რამდენად

საშიში იყო იგი.

image


6.პეკინესის ჯიშის ძაღლი რამდენიმე საუკუნის წინ მიართვეს ჩინეთის იმპერატორს.

შემდგომში ამ ჯიშის ძაღლების ფლობა, მხოლოდ საიმპერატორო პრივილეგია იყო.

იმპერატორები მათ თავის ქვეშევრდომებზე უფრო მეტად სცემდნენ პატივს.

ცნობილია ფაქტი, როდესაც ერთ-ერთი მათგანი გარდასახულ ბუდად გამოაცხადეს.

ეს ძაღლი ევროპელთაგან პირველებმა ინგლისელებმა 1860 წელს იხილეს, როდესაც

პეკინში იმპერატორის რეზიდენცია აიღეს.

image



7.იაპონელი მებადურები თევზს ზოგჯერ გაწრთვნილი ყარყატების დახმარებით იჭერენ. იმისთვის რომ დაჭერილი თევზი ყარყატებმა არ გადაყლაპონ, მათ ყელზე რკინის

რგოლს უკეთებენ.

image




8. ბუნებაში ზებრები და ანტილოპები ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ და ხშის

შემთხვევაში ერთმანეთს ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ თუ პატარა გნუ დაიკარგება,

მას აუცილებლად დაწიხლავენ ზებრები, რადგან მისი ბღავილი მტაცებლების ყურადღებას იპყრობს.

image




9. ავსტრალიის მთავრობამ ნაკრძალთა სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობისთვის

საგანგებო წესები შემოიღო. შინაური კატებისთვის იქ კომენდანტის საათია დაწესებული

კომენდანტის საათის დამრღვევ კატას იჭერენ, კანქვეშ საგანგებოდ შეყვანილი ჩიპის

საშუალებით პატრონის ვინაობას ადგენენ და აჯარიმებენ, ამის მიზეზი ის გახდა, რომ

ნაკრძალში მოსეირნე კატები, იშვიათი ჯიშის ცხოველებს ანადგურებენ.

image




10.დაჭრილ რვაფეხას ბერძენი მეთევზეები ჰუმანური მეთოდით კლავენ.

თვალებს შორის არსებულ ნერვულ ცენტრს კბილებით გადაუკვნეტავენ ხოლმე.

image






2
150
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
150
  
2016, 16 მარტი, 13:13
გმადლობ :)
2016, 16 მარტი, 13:12
საინტერესოა და გავაზიარე
0 1 2