x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ყველაზე არაჩვეულებრივი კატასტროფა ავიაციის ისტორიაში,ანუ "ფრენა კაბრიოლეტით"
image1988 წლის 28 აპრილს ავიაკომპანია Aloha Airlines-ის Boeing 737 ასრულებდა შიდა რეისს მაუიდან ჰონოლულუში, მგზავრობა სულ რაღაც 35 წუთი გრძელდებოდა.


ბორტზე იმყოფებოდა 90 მგზავრი და 5 ეკიპაჟის წევრი.ხომალდი ჰილოს საერთაშორისო აეროპორტიდან 13:25 წუთზე აფრინდა და გეზი ჰონოლულუსკენ აიღო.დაახლოებით აფრენიდან 23 წუთის შემდეგ, როდესაც ხომალდი 7300 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა, მოულოდნელად თვითმფრინავს აეხადა 35მ² ფუზელაჟი.მგზავრები ღია ცის ქვეშ მოხვდნენ, სადაც ქარის სიჩქარე სამჯერ აღემატებოდა გრიგალის სიჩქარეს(500კმ/სთ-ში), ხოლო ჰაერის ტემპერატურა -45 °C.-იყო.


44 წლის ხომალდის მეთაურმა რობერტ შორტშტაიმერმა მიიღო გადაწყვეტილება სასწრაფოდ დაეგდოთ სიჩქარე და დაშვებულიყვნენ 3000 მეტრის სიმაღლეზე უფრო ქვემოთ.

საბოლოოდ 380 კმ/სთ სიჩქარით, 12 წუთის შემდეგ ხომალდი ჰონოლულუს აეროპორტში მშვიდობიანად დაეშვა.



სამწუხაროდ კატასტროფას ერთი ადამიანი შეეიწრა.ბორტგამცილებელი კლარა ლენსინგი, ფუზელაჟის ახდის მომენტში იგი თვითმფრინავის შუა ნაწილში ფეხზე იდგა და ჰაერის ტალღამ იგი თვითმფრინავიდან გაისროლა.


65 მგზავრმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, აქედან ყველაზე მძიმე, თავის ქალის ტრამვა იყო.

image

შეიქმნა კომისია, რომელმაც ავარიის გამომწვევი მიზეზის დასკვნა 1989 წლის 14 აპრილს გამოაქვეყნა.ეს იყო:1)მეტალის კოროზია.2)ებოქსიდით უხარისხოდ დაკავშირებული ფუზელაჟის ნაწილები.3)მოქლონების დაღლილობა.4)დაზიანებული ფუზელაჟი.


1990 წელს ჰოლივუდში გადაიღეს მხატვრული ფილმი "Miracle Landing", რომელსაც საფუძვლად ეს შემთხვევა დაედო, ასევე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი ციკლიდან "ავიაკატასტოფების გამოძიება", სათაურით"სიკვდილის პირას".ეს შემთხვევა იყო აღწერილი აგრეთვე გადაცემაში "1000 ხერხი, რომ დაიღუპო."


0
641
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
641
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0