საზოგადოება ყაზანში გაიხსნა სილამაზის სალონი,სადაც შიშველი პარიკმახერი ქალები მუშაობენ 2016, 14 მარტი, 21:56 თათრეთის დედაქალაქ ყაზანში გაიხსნა ორიგინალური სილამაზის სალონი მამაკაცებისთვის.
ოსტატი-პარიკმახერები კლიენტებს პრაქტიკულად შიშვლები ემსახურებიან. თმის შეჭრა უფრო თეატრალურ შოუს წააგავს.ჯერ კლიენტს დასვამენ სავარძელზე, ცოტა ხანში შინდისფერი ფარდის უკნიდან გამოდის პრაქტიკულად დედიშობილა სტილისტი სახეზე სამასკარადო ნიღაბით და იწყებს თმის შეჭრას. კლიენტი წინასწარ ირჩევს, თუ რა ფორმაში სურს იხილოს პარიკმახერი, შეუძლია ორი პარიკმახერიც შეუკვეთოს ერთდროულად.ამასთანავე სალონში კეთდება მასაჟი და პედიკური. "არ უნდა შეგეშინდეთ, თუ კლიენტი თავს აამოძრავებს და გოგონებს თვალიერებას დაუწყებს, შესაძლოა თავს ავნოს, მაკრატლით გაიჭრას ან უსწორმასწოროდ შეიჭრას, ჩვენთან გამოცდილი პარიკმახერები მუშაობენ"-აღნიშნა სალონის მფლობელმა იულია ხუსტიდინოვმა. სილამაზის სალონში მოქმედებს ასაკობრივი ცენზურა, დაიშვებიან მხოლოდ 18 წელს გადაცილებული მამაკაცები. 232 11-ს მოსწონს 1-ს არა
|