საზოგადოება მორიგი ფარული ვიდეოჩანაწერები ამჯერად ჟურნალისტ ლაშა ბერულავას გამოუგზავნეს 2016, 14 მარტი, 13:49 ამჯერად მორიგი ფარული ვიდეოჩანაწერის ადრესატი მედიაჰოლდინგი "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის ლაშა ბერულავას "ფეისბუქის" კედელი გახდა.
როგორც თვითონ ბერულავამ აღნიშნა ლინკები დილით ადრე აღმოაჩინა საკუთარ გვერდზე, ვიდეოები ნახა, შემდეგ წაშალა, ხოლო სქრინ-ფოტოები შეინახა, იმის იმედით, რომ ფოტოები სამართლადამცავებს გამოადგებოდა. "ძალიან გვიან გამოვრთე კომპიუტერი, დაახლოებით დილის 05:00 იქნებოდა. გასვლის წინ კედელს ვამოწმებ ხოლმე - ხომ არ დაუსვამს რაიმე შეკითხვა ვინმეს, სპამი ხომ არ არის და ა.შ. ასევე ვიქცევი დილით, როცა ლეპტოპს ვრთავ. გამორთვის დროს მსგავსი არაფერი ყოფილა, ხოლო დილით, როცა დაახლოებით 08:15-ზე "ფეისბუქზე" შევედი და კედელს ჩავუყევი, აღმოვაჩინე, რომ ყველაზე გვიან დადებულ ჩემს სტატუსზე, რომელიც ანკარაში ტერაქტს ეხებოდა, უცნაური ლინკი იყო მოწოდებით: "გაავრცელეთ!". ფეისბუქის ქრონოლიგია მიჩვენებდა, რომ ერთი საათის წინ იყო დადებული. სქრინები გადავიღე და ცხადია, ლინკი წავშალე, თუმცა, მანამდე ვნახე, რა იყო. როგორც კი ფარული კადრები დაიწყო, გადავახვიე და აღმოვაჩინე, რომ ბოლოში იყო მოწოდება, ანონსი და ულტიმატუმიც კი, რომელთა შინაარსის ტირაჟირებას არ მოვახდენ. არ ვიცი, შესაძლოა, სხვა ჟურნალისტების კედლებზეც გამოაქვეყნეს, ვეცდები, ვნახო", - ამბობს ლაშა ბერულავა. "მივდივარ პროკურატურაში, ბოდიში რომ ვერ გპასუხობთ.."-წერს ლაშა ბერულავა "ფეისბუქზე". 1364 8-ს მოსწონს 1-ს არა |
დამდებთან ერთად გადამღებიც უნდა დაისაჯოს, ორივე გარეწარია.