მუსიკა კლავიშების დიდოსტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 2016, 12 მარტი, 10:37 წუხელ 71 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი კიტ ემერსონი, ჯგუფ Emerson, Lake & Palmer -ის ერთ-ერთი შემქმნელი.კიტ ემერსონი ჯონ ლორდთან და რიკ უიკმანთან ერთად ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლავიშებზე შემსრულებელად როკ-მუსიკის ისტორიაში.
გამოძიების წინასწარი მონაცემებით მუსიკოსმა იარაღის გასროლით დაასრულა სიცოცხლე.თვითმკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. "ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ გასულ ღამეს ლოს-ანჟელესში, სანტა-მონიკაში, საკუთარ საკუთარ სახლში გარდაიცვალა კიტ ემერსონი, "-ნათქვამია განცხადებაში. კიტ ემერსონი დაიბადა იორკშირში(ინგლისი) 1944 წელს.პირველი ზომიერი პოპულარობა 60-იანი წლების ბოლოს მოიპოვა, როდესაც უკრავდა არტ როკ-ჯგუფ The Nice-ში.თუმცა მსოფლიო აღიარება სუპერჯგუფ ELP-ის (Emerson, Lake & Palmer )შემდეგ მოვიდა.მასთან ერთად ჯგუფის წევრები გახდნენ Atomic Rooster-ის დრამერი კარლ პალმალი და ბასისტი King Crimson-იდან გრეგორი ლეიკი. 70-იან წლებში ჩაწერილი ოთხი დისკი აღიარებულია არტ-როკის კლასიკად.სადებიუტო ალბომმა "Tarkus", Billboard-ის ჩარტებში №1 ადგილი დაიკავა.ემერსონი არაერთხელ იყო დასახელებული სხვადასხვა მუსიკალური გამოცემებისგან მსოფლიოს საუკეთესო კლავიშებზე შემსრულებლად. შემდგომ წლებში ELP- არაერთხელ დაიშალა და შეიკრიბა.ემერსონი სოლო ალბომებზეც მუშაობდა. 230 7-ს მოსწონს 2-ს არა
|