ვინ იყვნენ ქართველთა წინაპრები
დღეს, 4:07
ჰოროდოტე(ძვ.წ. მე-5 საუკუნე) აცხადებდა:"ცხადია, რომ კოლხები ეგვიპტელები არიან, ამას მე თვითონ მივხვდი უწინ, ვიდრე მოვისმენდი სხვათაგან და ასე ვიტყოდი, და რადგანაც ეს მე ფიქრებში მქონდა, შევეკითხე ორივეს, კოლხებს უკეთ ახსოვდათ ეგვიპტელები, ვიდრე მათ კოლხები"
მეგასთენე, დიონისისი, აპიანე ეუსებიოს კესარიელი და სხვები ირწმუნებოდნენ, რომ იბერიელები პირინეიდან გადასახლდნენ კავკასიაში.სტრაბონი ამტკიცებდა, რომ "დასავლელი იბერები გადასახლდნენ პონტოსა და კოლხიდის ზემოთ მდებარე ადგილებში.ეგვიპტელები გადასახლდნენეთიოპიელებთან და კოლხებთან".
იოსებ ფლავიუსი იბერებისა და მესხების წინაპრებად მიიჩნევდა ბიბლიაში მოხსენიებულ "თობელსა" და "მოსოხს"."თობელმა დააფუძნა თობელები, რომლებსაც ახლა იბერები ეწოდებათ.მოსოხონები დაფუძნებულნი არიან მოსოხის მიერ".
თობელი და მეშეხი ძვ.წ. პირველ საუკუნეში მცირე აზიაში დიდი სამეფოების კვიდრნი იყვნენ.ამ თვალსაზრისით ეს იყო ქართველთა წინაპრების სამეფოები.ე.ი. ქართველები კავკასიაში მას შემდეგ გადმოსახლდა, რაც ეს სახელმწიფოები გაანადგურეს.ეს მოხდა ძვ.წ. მე-7 საუკუნეში.ისტორიკოსები ლენორმანი, მასპერო და სხვები ქართველების წინაპრებად მიიჩნევდნენ ასურულ წყაროებში მოხსენიებულ თაბალებსა და მუშქებს.ამათ დაემატნენ ქაშქები, რომლებსაც კოლხების წინაპრებად თვლიან.ქართველებად მიიჩნევენ ასევე კარდუხებს, რომელთა სახელი ძლიერ გავს ქართების ადგილობრიივ სახელს.("ქართუ").
ისტორიკოსმა ს.ჯანაშიამ ქართველთა კავკასიაში გადასახლების შესახებ აზრი ფაქტობრივად მოხსნა, მისი აზრით არავითარ გადასახლებაზე საუბარი არ შეიძლება, ქართველები ძველთაგანვე საქართველოს ტერიტორიაზე სახლობდნენ, თუმცა საქართველოს ფარგლებს გარეთაც ვრცელ ტერიტორიებზე მოსახლეობდნენ. ბ.კუფტინმა არქეოლოგიური აღმოჩენებით ეს სრულიად დაასაბუთა.ამ ფაქტმა ისტორიკოსები ძალზედ დააფიქრა და დაიწყეს ფიქრი რა სახელით აღენიშნათ ეს უძველესი ხალხი.
პირადი დანამატი:ჩვენ უძველესი ხალხი ვარ და ვერც ერთი ევროპელი ისტორიკოსი ვერ მიხვდება ჩვენს უძველეს კულტურას, ენებს, ტრადიციებს და ა.შ ეს მათი ვარაუდია, რაც ჩემი აზრით აბსურდია და სიმონ ჯანაშიამ ეს მათ დაუმტკიცა კიდეც.ყველა ისტორიკოსი ცდილობს ბევრი რამ წაგვართვას წარსულის, თუნდაც ბერძნები, რომაელები, რუსები და ა.შ. ნელ-ნელა ყველაფერს ნათელი ეფინება და არქეოლოგია მეტს და მეტს ამბობს ჩვენზე ქართველებზე და კიდევ ბევრს იტყვის!ევროპელებმა მიისაკუთრეს ისტორია და თითქოს მხოლოდ ევროპული ისტორიაა დიდებული, ბევრ ნაშრომებს გავცნობილვარ და შემიძლია ვთქვა, რომ ეს სიცრუე და პროპაგანდაა.აზიას მეტი ისტორია აქვს.კავკასია კი პირველია ისტორიაში ჩემის მოსაზრებით.შეხედეთ უახლეს ისტორიას და აქედანაც ბევრ დასკვნას გააკეთებთ.
პატივისცემით პროფესორი