x
image
მთვრალი12
რას ნიშნავს იყო ბედნიერი?!(+ ვიდეო)

imageყველა ადამიანს აქვს ოცნება და მიზანი, რის გამოც დაუღალავად შრომობს ან სამომავლო გეგმებს უკავშირებს.მათი ოცნების მთავარი ამოცანაა იყვნენ ბედნიერები კონკრეტულ სიტუაციასა თუ გარემოში, თუმცა ჩატარებული კვლევები დადგინდა, რომ ადამიანთა 99% არ იცის რა არის ბედნიერება.გამოკითხული იქნა უამრავი რაოდენობის ახალგაზრდა და საშუალო ხნის ყველა პროფესიის ადამიანები.კითხვაზე "რა არის საჭირო, რომ იყო ბედნიერი?" მათი პასუხები იყო შემდეგი : "მქონდეს ბევრი ფული", "გავხდე ცნობილი", "ვიცხოვრო უზარმაზარ სახლში და მქონდეს დიდი იახტა"..........

image
imageჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორებმა გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ ერთგვარი ექსპერიმენტი, რომელზეც ასახული იყო პერსპექტიული ახალგაზრდების 70 წლიანი ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები.უამრავი დაკვირვებისა და გაანალიზების მეშვეობით დადგინდა, რომ არათუ ფული, არამედ არცერთ მატერიალურ ნივთს არ შეუძლია ადამიანი გახადოს ბედნიერი(მატერიალური ნივთი მხოლოდ მომენტალურ "სასურველის მიღების" სიხარულს გვანიჭებს).დაკვირვებაში მყოფი პირების უმრავლესობამ ბევრს მიაღწია(ისინი ხომ ჰარვარდის სტუდენტები იყვნენ) თუმცა მხოლოდ რამდენიმე თუ თვლიდა თავს ბედნიერად.ეს ადამიანები სხვებისგან გამოირჩეოდნენ არა ბევრი ფულით ან რაიმე ძვირადღირებული ნივთებით, არამედ ყოველ მათგანს ჰქონდა "ურთიერთობები".არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მეორე ნახევარი, ოჯახის წევრები თუ მეგობრები ადამიანს აბედნიერებს ურთიერთობები.imageადამიანები სოციალური არსებები ვართ და გვჭირდება ინფორმაციის გაცვლა, სიხარულისა თუ დარდის გაზიარება, რჩვევის მიცემა და მოსმენა.კვლევებმა დაგვანახა ასევე, რომ კარგი ახლო ურთიერთობების მქონე ადამიანები უფრო ჯამრტელები და ადეკვატურები არიან.ასევე ასეთი ადამიანები გამოირჩევიან კარგი მახსოვრობითა და ეფექტური გადაწყვეტილებებით."ახლო ურთიერთობები აჯანსაღებსა გონებასა და სხეულს" .ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა რამდენი მეგობარი გყავთ ან რამდენი თანამშრომელი, მთავარია რამდენ მათგანს ენდობით და უზიარებთ აზრებს.მარტოსული ადამიანებიდან არცერთი აღმოჩნდა ბედნიერი თავისივე აღიარებით.ამერიკაში გამოკითხულთა უმეტესობამ თქვა, რომ იყო დაქორწინებული ან ყავდა მეორე ნახევარი, თუმცა თავს მარტოსულად გრძნობდა.ჩვენს აზროვნებაში ასევე დიდი წვრილი შეაქვს ოჯახის წევრებთან ურთიერთობას.როდესაც ადამიანს ყავს ახლობელი ვისზეც ზრუნავს და ის რომელიც მასზე ზრუნავს მისი შინაგანი სამყარო კეთილშობილდება და კმაყოფილების გრძნობა ეუფლება.
ასე, რომ მეგობრებო თუ გადაწყვეტილი გაქვთ იცხოვროთ ბედნიერად, ეს უნდა დაიწყოთ არა ფულზე ფიქრით არამედ ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბებით.



1
52
7-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
52
  
2016, 4 მარტი, 19:03
ვიდეო არ აიტვირთა როგორც ჩანს და შეგიძლიათ აქ ნახოთ https://www.youtube.com/watch?v=8KkKuTCFvzI
0 1 1