"კანონს ქოცების ხმები რომ დააკლდა გასაგებია, მაგრამ ნაცებისგან გამიკვირდა."-ნანუკა ჟორჟოლიანი
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გოგა ხაჩიძის მიერ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა ჩააგდო. ეს პროექტი იმ შემთხვევაში გავიდოდა პირველი მოსმენით, თუკი სხდომას საპარლამენტო უმცირესობის კიდევ სამი წევრი დაესწრებოდა. ამის შესახებ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:
"დავიწყებ იმით, რომ მე მარიხუანას არ ვეწევი. იმიტომ კი არა, რომ არ მომიწევია. უბრალოდ არ მომწონს, მაგრამ მე მასე თევზსაც არ ვჭამ და ეგ არ ნიშნავს რომ ცუდია.
ამხელა შესავალი რატომ გავაკეთე. ამ თემაზე სულ ვაქტიურობ და არა ჩემი თავისთვის. ანუ, მარიხუანის დეკრიმინალიზაციით მე ხეირს ვერ მივიღებ ( მარტივად რომ ვთქვა), მაგრამ ბალახის გამო, ადამიანებს ციხეში რომ არ უნდა სვამდნენ და არ უნდა აჯარიმებდნენ, ზუსტად ვიცი!
კანონს ქოცების ხმები რომ დააკლდა გასაგებია, მაგრამ ნაცებისგან გამიკვირდა. მეგონა ისინიც ფიქრობდნენ არა-თავის თავზე.
კიდევ მეგონა, რომ არაპოპულისტური ნაბიჯების გადადგმის აღარ ეშინოდათ.
კიდევ მეგონა, რომ ქოცებზე მეტად პროგრესულები, ქოცურად რომ ვთქვა "პრადვინუტები" იყვნენ.
მაგრამ მე რომ მეგონა ერბო ქონია, ერბო-ერბოა და ქონი-ქონია თურმე...
პ.ს. ახლა გავიგე რომ გირჩის 4 წევრიდან 1 არ მისულა საერთოდ კენჭისყრაზე... რა უცნაური ქვეყანა ვართ..."
" კიდევ სამი ნაციონალი რომ მისულიყო არ ჩავარდებოდა ..."
"24 ნაციონალი აკლდა იმ დღეს..."
"უბრალოდ რომ მისულიყვნენ პარლამენტში საკმარისი იქნებოდა. რავი, ხელფასსაც მაგაში არ იღებენ?"