საზოგადოება "თვალში ნაცარს ნუ აყრით ხალხს"-მარიამ კუბლაშვილი მაგდა პაპიძის საქმეზე 2016, 2 მარტი, 14:44
ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი, რომელიც ფართო საზოგაოებამ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეშვეობით გაიცნო სოციალურ ქსელში წერს: "ჩემო ძვირფასო კოლეგებო! ვინ აგიკრძალათ თქვენც წარმოგედგინათ საზოგადოებისვის სარისპირო მტკიცებულებები? ან საპირისპიროდ ნაკლები ისაუბრეს და ვუსმინეთ პაპიძის ოჯახის თავის მართლებას? მათ არგუმენტებსაც? იქნებ ესეც ზეწოლაა სასამართლოზე... ხოლო რატომ გააკეთა ეს ბრალდების მხარემ? მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო! დიახ, ამ საშინელი დანაშაულის მოსმენის შემდგომ ადამიანები ვართ, შოკირებულია სრულიად საქართველო. ბავშვები კითხულობენ თავისდაუნებურად, ისმენენ. დედები ყელაზე მეტად მძიმედ განვიცდით და ა.შ. დიახ, ვალდებულია სამართალდამცავი ორგანო პასუხი გაგვცეს, გაგვარკვიოს მცირედ დეტალებში მაინც. ბრალდების მხარემ გარკვევით გამოაცხადა, რომ ეს მხოლოდ ნაწილობრივი მტკიცებულებებია, მცირედი. ის ფაქტი, რომ დაუშვებელ მტკიცებულებად სცნოს სასამართლომ ეს ნივთმტკიცებები, კი არარეალობა. რამდენი რამის თქმა მინდა...უდანაშალობის პრეზუმფცია და ჩემი სამარლებრივი ცოდნა მაჩუმებს ამ ეტაპზე, რომ წინასწარ როგორმე გავჩუმდე. ერთს ვითხოვდი - თვალში ნაცარს ნუ აყრით ხალხს, გამაღიზიანებელია! ვინც იცის და ხვდება რეალურად რაც ხდება სწორედ მათთვის..გაჩუმდეს პაპიძის ოჯახი, დადუმდნენ გადაწვეტილების მიღებამდე მაინც!!" 612 3-ს მოსწონს
|