ბუდვაიზერი (Budweiser, ასევე Bud) ლუდის სავაჭრო მარკაა, რომლის მფლობელობაზეც დავა ჩეხეთის სახელმწიფო ლუდსახარშ კომპანია Budějovický Budvar–ს, ამერიკულ ლუდსახარშ კონცერნ Anheuser-Busch–სა და კერძო ჩეხურ ლუდსახარშ Samson–ს შორის უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია მიდის. მთავარი მოდავე მხარე – ამერიკული კომპანია Anheuser-Busch–ა, რომლის სასარგებლოდ მეტყველებს დრო, ისინი ამ დასახელებით ლუდს 1876 წლიდან უშვებენ. მათი მოწინააღმდეგე ჩეხური სახელწმიფო ლუდსახარში კომპანია Budějovický Budvar კი, მხოლოდ 1895 წლიდან, რომლის მხარეზეც გეოგრაფია და ისტორიაა, ლუდის დასახელება ქალაქიდან წარმოსდგა და ამ სახელით ადგილობრივი ლუდსახარშებით იწარმოებოდა სულ ცოტა 1295 წლიდან.