სხვა 12 ყველაზე საშიში სანაპირო მსოფლიოში 2016, 27 თებერვალი, 17:02 ზღვა, მზე, ცხელი ქვიშა- რა უნდა იყოს ამაზე უკეთესი, როცა ადამიანს დასვენება უნდა.
სანაპიროზე წოლა, ხილის კოქტელის სმა და შემდეგ გასაგრილებლად წყალში შესვლა
ნებისმერი ადამიანისთვის დასვენების აუცილებელ პირობებს წარმოადგენს.
მაგრამ არსებობს ისეთი სანაპიროები, სადაც დასვენება ადამიანს, შესაძლოა სიცოცხლის
ფასად დაუჯდეს. რეიუნონი ინდოეთის ოკეანის კუნძულია, ადმინისტრაციულად რეიუნიონი საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტია. მისი სანაპირო მსოფლიოს საშიშ სანაპიროებს შორის მოხვდა, იმიტომ რომ აქ ხშირია ზვიგენების თავდასხმები დამსვენებლებზე. 2011 წლიდან ზვიგენების 20 თავდასხმა დაფიქსირდა და 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კუნძული ფრეიზერი, ავსტრალია. კუნძულ ფრეიზერის სანაპიროები დამსვენებლებისთვის დახურულია, მაგრამ თუ ვინმემ მაინც მოისურვა აქ გასეირნება, მაშინ მზად უნდა იყოს ზვიგენებთან და შხამიან მედუზებთან შესახვედრათ. აქ ასევე ბინადრობენ საშიში ობობები. განსბაი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით გადის ე.წ. "ზვიგენის ხეივანი", წყლის ამ მონაკვეთში დიდი რაოდენობით ზღვის ლომები ბინადრობენ, თუმცა მათში საშიში არაფერია, მაგრამ ისინი თეთრი ზვიგენების მოსაზიდად გამოიყენება. "ზვიგენის ხეივანი" რკინის გისოსებით არის გაკეთებული და მასთან მოახლოვებული ზვიგენი, შესაძლოა ძალიან ახლოდანაც დავინახოთ. შენზენი, ჩინეთი. ამ სანაპიროზე ხალხის რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ძნელია გარჩევა სად მთავრდება სანაპირო და იწყება ზღვა. აქ ხშირია ადამიანების დაშავება და ბავშვების სიკვდილიანობა. გაუგებარია რა ფასი აქვს ასეთ ხალმრავალ სანაპიროზე ყოფნასა და "დასვენებას" ქვინსლენდი ავსტრალიის ჩრდილოეთით მდებარეობს. ყოველ წელს, ოქტომბრიდან აპრილამდე აქ დიდი რაოდენობით არიან შხამიანი მედუზები და ამის გამო სანაპიროების დახურვა გახდა საჭირო. 1883 წლიდან მოყოლებული ამ სანაპიროებზე 70-მდე ადამიანი დაიღუპა. ამ შხამიანი მედუზების დასუსხვას აუტანელი ტკივილები ახლავს თან და ბევრი ადამიანი შოკისგან იხოცება. ვოლუსის სანაპირო, ფლორიდა. ვოლუსის პლაჟებიც ზვიგენების გამოა საშიში. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის მიზეზი, 1997 წლიდან 2006 წლამდე ვოლუსის სანაპიროზე 71-მდე მეხის დაცემის შემთხვევა დაფიქსირდა. "ჩოუპატი ბიჩი", ინდოეთი. მუმბაის ეს სანაპირო უკვე დიდი ხანია დასვენებისთვის და საცურაოდ აღარ გამოდგება, რადგან უაღრესად დაბინძურებულია. კოპაკაბანას პლაჟი, ბრაზილია. ამ სანაპიროზე ზვიგენების ან შხამიანი მედუზების არ უნდა გეშინოდეთ, მაგრამ შესაძლოა, ქურდობის მსხვერპლი გახდეთ. ამ სანაპიროზე ქურდობა და ყაჩაღობა ჩვეულებრივი მოვლენაა. მარშალის კუნძულები, აშშ. ეს სანაპირო ორი რამის გამოა საშიში : ზვიგენები და რადიაცია. "წითელი სამკუთხედი", კალიფორნია. ეს ადგილიც ზვიგენების გახშირებული თავდასხმების გამოა საშიში. "სიკვდილის სანაპირო", მექსიკა. ეს პატარა სანაპირო ნუდისტების საყვარელ ადგილად ითვლება. ეს ადგილი ასევე ცნობილია წყალქვეშა დინებებით, რომლებიც საშიშროებას წარმოადგენს დამსვენბლებისთვის, თუმცა 1995 წლიდან სანაპიროზე მუდმივად მუშაობენ მაშველები და უსაფრთხოების ზომებიც გაუმჯობესებულია. ამაზონის სანაპიროები, ბრაზილია. წყალი სავსეა დიდი რაოდენობით პირანიებით, ნიანგებით და ელექტრონული ველებით. სანაპიროზე ბევრია ანაკონდაც. 422 2-ს მოსწონს
|