საზოგადოება "კაცების გადაკოცნის ტრადიციას ბოლო უნდა მოეღოს"-ეს ტრადიცია საქართველოდან შემოვიდა 2016, 27 თებერვალი, 14:10 სომეხმა დეპუტატმა სომხეთის ოპოზიციური პარტიის, “ეროვნული კონგრესის” საპარლამენტო ფრაქციის მდივანმა, არამ მანუკიანმა 23 თებერვალს სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ “ლამაზი არაა, როდესაც სომხეთის ეროვნული კრების (პარლამენტის) დეპუტატები მისალმებისას ყოველდღე ერთმანეთს კოცნიან”.
"ეს ულამაზოა, ნუ კოცნით ერთმანეთს, ეს არის ტრადიცია, რომელიც საქართველოდან შემოვიდა, მე პრაქტიკულად ავუკრძალე ჩემს თანაპარტიელებს ამის გაკეთება." დეპუტატის არასათანადო ემოციის და განსახილველი თემიდან გადახვევის გამო პარლამენტის ვიცე-სპიკერი ედუარდ შარმაზანოვი იძულებული გახდა კოლეგებისთვის მუშაობის გაგრძელებისკენ მოეწოდებინა, გაეგრძელებინათ ობდუსმენდის კანდიდატის განხილვა. თვითონ შარმაზანოვმაც ვერ შეიკავა თავი და დეპუტატს განუცხადა:"მთავარია ეს კოცნა "იუდას კოცნა" არ იყოს, დანარჩენი არაა პრობლემა." 758 9-ს მოსწონს 1-ს არა
|