შოუბიზნესი "პატარა გოძილა"-ანუ ყველაზე მაღალი მოდელი მსოფლიოში 2016, 27 თებერვალი, 10:23 მისი სიმაღლე 205 სანტიმეტრია, წონა 95 კილოგრამი, ხოლო ფეხსაცმლის ზომა -45.ეს გახლავთ ამერიკელი მოდელის, ერიკა ირვინის პარამეტრები, რომელიც უფრო ცნობილია ფსევდონიმით ევა ბეიბძილა(Eve Babezilla).ევას ფსევდონიმი ითარგმნება როგორც "პატარა გოძილა", თუმცა ასეთი მეტსახელი მას სულაც არ ეუხერხულება, მან შეძლო თავის ხარვეზები უდაო წარმატების საწინდრად ექცია. იგი 2011 წელს გინესის წიგნის რეკორდსმენი გახდა, როგორც ყველაზე მაღალი პროფესიონალი მოდელი.
იგი მას შემდეგ გახდა პოპულარული, როდესაც ავსტრალიულმა მამაკაცთა ჟურნალმა «Zoo Weekly»-მა მისი ფოტო გარეკანზე გამოაქვეყნა.სურათებზე ევა სხვა მოდელთან ერთად პოზიორობდა, რომლის სიმაღლე 162 სმ. იყო.განსხვავება იმდენად დიდი იყო, რომ მომხმარებლები თვალებს არ უჯერებდნენ. ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკიდან გამოირჩეოდა ევა სხვა თანატოლებისგან.14 წლის ასაკში ის უფრო მაღალი იყო, ვიდრე მრავალი ზრდასრული ადამიანი.ბიკინის და ფეხსაცმელს სპეციალურად უკვეთავდა..მართლაც სად შეიძლება შეიძინო 45 ზომის ქალის ფეხსაცმელი? ევა ბეიბძილა არ განიცდის მამაკაცების მხრიდან ყურადღების დეფიციტს, ამასთანავე იღებს უამრავ წინადადებას სამოდელო სფეროში, ხოლო 400 $-ად მონაწილეობს რეისლინგებში, ამასთანავე ის ფიტნესის მწვრთნელიც არის.მისი ოცნებაა კინომსახიობობაც, თუმცა როგორც წესი მას რაიმე მონსტრის როლს სთავაზობენ. ევა ბეიბიძილა პირველი ფოტომოდელია, რომელმაც გარისკა, დაამსხვრია სტერეოტიპები და არასტანდარტული გარეგნობით თავი დაიმკვიდრა ფეშენ ინდუსტრიაში. 665 8-ს მოსწონს 1-ს არა
|