x
image
K.P.
"ამხელა ჯორი ვიდექი და ღაპა-ღუპით მომდიოდა ცრემლები"-მძიმე კაცის ემოციური პოსტი

image
"მძიმე კაცთან"-ასე ჰქვია გადაცემას, რომლაც "ტაბულას" ეთერში ჟურნალისტი დავით კოვზირიძე უძღვება. ამჯერად ყურადღება არა გადაცემის სტუმარმა, არამედ მისმა წამყვნმა მიიპყრო, რომელიც სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს: "рукописи не горят - ბულგაკოვის ეს ფრაზა ედო ვიღაცას და ერთი ამბავი გამახსენდა: დაახლოებით 15 წლის წინ ერთ გაზეთში ვწერდი, ვწერდით პასტებით, მერე ამ ნაწერს სტილისტ-კორექტორი კითხულობდა და მბეჭდავებს აძლევდა. სტილისტი ხანში შესული კაცი იყო, ენასთან ძალიან კონსერვატიული მიდგომებით, მაგრამ ძალიან მაგარი პროფესიონალი. პირველი ტექსტი რომ მივუტანე, მაგრა გადააჭრელა და იმ დღის მერე ჩვენ შორის ორთოგრაფიულ-გრამატიკული ხმალაობა დაიწყო, ეს იყო ერთგვარი თაობების ბრძოლა - საათობით ვკამათობდით თითო მძიმეზე და წერტილზე, ხანდახან ისეთ წვრილმანებზეც, მკითხველი ვერასდროს რო ვერ გაიგებს. დროთა განმავლობაში დავმეგობრდით, ტექსტებშიც ნაკლებად ერეოდა - მე მისთვის ახალ ფანჯარად ვიქეცი საქმეში და ის დიდ ინფორმაციულ სკივრად, რომელში ქექვაც ძალიან შემიყვარდა და უამრავი რაღაც ვისწავლე. ერთ დღესაც პატარა ბავშვივით მორცხვად მოვიდა ჩემთან, ფურცელი მომაწოდა და მეუბნება, ჩემი შვილიშვილი ძალიან ცუდადაა, არ ვიცით როგორ იქნება, ხვალ დაბადების დღე აქვს, ჰოდა ეს დავუწერე და მინდა პირველად შენ წაიკითხო, სხვას ვერავის ვანდობ და სიმართლე მითხარი, როგორიაო. არცერთი სიტყვა არ მახსოვს, რაც იქ ეწერა, მაგრამ შუა კითხვაში მივხვდი, რომ ამხელა ჯორი ვიდექი და ღაპა-ღუპით მომდიოდა ცრემლები. მსგავსი ემოცია არცერთი ტექსტისგან არ მიმიღია არასდროს. მოვიდა და ჩამეხუტა. მგონი ისიც ტიროდა"image

0
152
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0