სხვა ადამიანი, რომლის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს. 2012, 30 მაისი, 23:06 ჯოშ სანდკუისთი: ალბათ, იკითხავთ თუ ვინაა ეს ადამიანი, ერთი შეხედვით სხვებისგან არაფრით გამორჩეული. მე გაგაცნობთ მის ბიოგრაფიასა და ცხოვრებისეულ სირთულეებს, რომელიც წარმოუდგენელი სტიმულითა და ნებისყოფით დაძლია. 9 წლის ასაკში ჯოშს, ისევე როგორც ამ ასაკის ყველა ბავშვს უყვარდა თამაში. ერთ-ერთი ასეთი თამაშის დროს მან ფეხი დაიზიანა. ეს შემთხვევა, ალბათ არც გახდებოდა ჯოშისთვის საბედისწერო, რომ არა
ექიმების მიერ დასმული დიაგნოზი. მათ აღმოაჩინეს, რომ ბავშვს ფეხის ძვლის
კიბოს იშვიათი ფორმა ჰქონდა. აუცილებელი იყო ფეხის ამპლუტაცია.
ამპლუტაცია გაკეთდა, თუმცა ეს არ იყო საკმარისი კიბოს დასამარცხებლად. ის 9 წლის განმავლობაში მკურნალობდა. დღეს კი არ სურს, რომ ადამიანებმა უნარშეზღუდულად აღიქვან. მან დაამტკიცა, რომ მის მსგავს ადამიანებსაც აქვთ უნარი იყვნენ ყველაზე აქტიურები. იმათზეც კი ვისაც ჯამრთელობის მხრივ ყველაფერი რიგზე აქვთ. ჯოში მოცურავე და მოთხილამურეა, მას არაერთი ჯილდო აუღია ამ ორ სახეობაში. თუმცა, მისი ბიოგრაფია ამით არ მთავრდება. ის აგრეთვე, ბესტსელერების ავტორი და ამერიკაში მოტივაციის მომცემი ცნობილი მოსაუბრეა, რომელსაც ხშირად იწვევენ სხვადასხვა გახმაურებულ გადაცემებში. 1094 5-ს მოსწონს 1-ს არა
|