ქალი და მამაკაცი ისინი 11 წელი ცხოვრობდნენ ერთად... მაგრამ შხაპიდან გამოსულ მამაკაცს ისეთი რამ შენიშნა, რომ მასთან ცხოვრების ყოველგვარი სურვილი გაუქრა... 2016, 24 თებერვალი, 15:27 ამ ქალბატონის წერილი ელვის სისწრაფით ვრცელდება მთელს ინტერნეტში... მელანის რეაქცია ქმრის ღალატზე განსაცვიფრებელია-იგი საღი გონებით აფასებს სიტუაციას, დეპრესიისა და მძაფრი ემოციების გარეშე. წერილი, მელანიმ "ფეისბუქზე" მას შემდეგ გამოაქვეყნა, როდესაც აბაზანიდან გამოსულ მეუღლეს სხეულზე სილურჯეები შენიშნა: "მადლობა, ჯენიფერ! იმის გამო, რომ ჩემს მეუღლეს წუხელ ღამით მკერდი დაუკბინე. არა, მართლა, დიდი მადლობა! შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორი კოშმარისგან გვიხსენი მე და ჩემი შვილები. ჯილდოდ მე გითმობ ჩემს მეუღლეს მუდმივი მოხმარებისთვის. მაგრამ ვიდრე ამ საჩუქარს მიიღებ, გთხოვ გაითვალისწინო შემდეგი: 1. შემ მოგიწევს მისი უზრუნველყოფა ფინანსურად. მაპატიე, მაგრამ ჩვენ ორი შვილი გვყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შემოსავლის სოლიდური თანხა შვილების აღზრდაზე უნდა წავიდეს. გარდა ამისა, მას მე ვყავდი სახლში როგორც დედა-დიასახლისი უკვე 11 წლის განმავლობაში და ამიტომ შემოსავლიდან რაღაც პროცენტების გადახდა მოუწევს მას ჩემთვისაც. დაივიწყე მისი ფულების შესახებ, ძვირფასო, ისინი ჩემია! 2.მოუფიქრე მას ახალი სამოსი! იცი რა ხდება, როცა გუშინ ის გამოვიდა ჩვენი(ახლა უკვე მხოლოდ ჩემი!) საშხაპედან, მე აღმოვაჩინე მის მკერდზე შენი ნაკბენები. და წარმოიდგინე, სწორედ მაგ მომენტში ჩვენ(ჩემს) კარადაში გაჩნდა გიგანტური შავი ხვრელი და შეჭამა მთელი მისი ტანსაცმელი... რა სირცხვილია! ასე, რომ შენთან შენი პრინცი მოვა თითქმის შიშველი(შენთვის უფრო მოსახერხებელია). სამაგიეროდ შეძლებ ჩააცვა, როგორც შენ მოისურვებ. მიეცი შენი მოკლე კაბა, ვიდრე არ შეიძენთ ღირსეულ სამოსს. 3.ყოველ უქმეებზე მოგიწევთ განშორება, იმიტომ რომ მას მოუწევს ბავშვების ნახვა. შენ ვიღეც "სულელ მთვრალს", საღად მოაზროვნე მამა თავის შვილებთან არ მიგიშვებს. სხვათაშორის "მთვრალი სულელი" შენ ყველას თანდასწრებით გიწოდა. 4. თქვენ არ გექნებათ ნორმალური სექსუალური ცხოვრება... ვიცი, რომ წუხელ ღამით არაფერი გამოგივიდათ! 4 წლის წინანდელი ტრამვის შემდეგ მისი "კაცობა" მწობრიდან გამოვიდა. სამწუხაროა, რომ მას არ შეხვდი მანამდე, ის შესანიშნავი იყო. მაგრამ სამწუხაროდ იმას ვეღარ დაიბრუნებ! მას ნერვი აქვს დაიზიანებული, გაძლიერდი! 5.შენ არ დააბრუნებ მას უკან! მე აღარ მჭირდება იგი! მე ვიყავი ძალიან კარგი ცოლი, გვქონდა შესანიშნავი ცხოვრება! ასე, რომ როცა შენ უბედურს გაგხდის, არ გაგიკვირდეს! შენ ვერასოდეს ჩაჯდები მის "სტანდარტებში". 6.ის ყოველთვის ამ ყველაფერში შენ დაგადანაშაულებს. უბრალოდ დაფიქრდი, მან თვალცრემლიანმა მითხრა შენი ხუმრობა: " იმედი მაქვს ამას შენი ცოლი ნახავსო!" არ აქვს მნიშვნელობა ნამდვილად თქვი თუ არა შენ ეს სიტყვები, მაგრამ ეს სიტყვები ახდა. როცა მე ყველაფერს მივხვდი, ის კინაღამ ჭკუიდან გადავიდა. წარმოგიდგენია, მე მას დავარტყი, ის კი ბოდიშებს მიხდიდა! არა მე მესმის, რომ ძალადობა გამოსავალი არ არის! მე საერთოდ, ბუზსაც კი არ ვაწყენინებ, მაგრა გუშინ არც კი შემრცხვა ჩემი საქციელის! 7. და ბოლოს გაფრთხილებ. მე ყოველთვის მოგაყენებთ თქვენ ტკივილს და შეურაცხყოფას. ვხვდები, რომ მისთვისაც ისევე მტკივნეულია ეს ყოველივე, როგორც ჩემი შვილებისთვის. დამიჯერე საყვარელო, ის ყველაფერს ღიმილით აიტანს. მე მასთან 11 წელი ვიცხოვრე, ამიტომ მე უკეთ ვიცი. თუ გაინტერესებს, მე ჩემს თავს ყველაფერში ვამართლებ. კიდევ ერთხელ, გულწრფელად გიხდი მადლობას ჯენიფერ, იმისათვის რომ ჩემს ქმარს მკერდზე დაუტოვე შენი "სასიყვარულო გზავნილები". აპლოდისმენტები შენ და გილოცავ ახალ კაცს! ის მთლიანად შენია!" 409 4-ს მოსწონს 1-ს არა
|