საზოგადოება ნანუკა ჟორჟოლიანი ულამაზეს ნიკოლ კიდმანთან ერთად პოზირებს 2016, 23 თებერვალი, 3:14
ნანუკამ რამდენიმე თვის წინ ალ პაჩინოსთან ერთად გადაღებული ფოტოც გაავრცელა. მაშინ ის ამერიკაში იმყიფებოდა, სადაც სქონფილდის თეატრში ქალიშვილთან ერთად სპექტაკლს დაესწრო და საყვარელ მსახიობთან ერთად ფოტოც გადაიღო. "სუპერ დღე"-წერდა ნანუკა. ჟურნალისტმა ბოლო დროს საგრძნობლად დაიკლო წონაში. ნანუკა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე გამუდმებით ცდილობდა ზედმეტი კილოგრამების მოშორებას, თუმცა დაკლებულ წონას მალევე ინაზღაურებდა. მისი მტკიცებით, ეს შეფეგი დიეტოლოგ ნატა გაგუას დამსახურებაა. არსებობს, მეორე მოსაზრებაც, ხშირად ხუმრობენ, რომ ნანუკას ქმართან გაშორება ძალიან მოუხდა. ჟურნალისტი დაქორწინებული გახლდათ ირაკლი კოდუაზე. მათ ერთი ვაჟი საბა ჰყავთ. "ჩვენ ძალიან ახლო მეგობრებად დავრჩით. უბრალოდ მივხვდით, რომ აღარ გვაქვს ის პირადი, რაღაცნაირი ემოციური ურთიერთობები, თავგადასავალი. ყველა თავგადასავალი ოდესმე სრულდება. ჩვენი თავგადასავალი ასე დასრულდა"-განაცხადა ნანუკამ. ეს მისთვის მერე ქორწინება გახლდათ, პირველი ქორწინებიდან ნანუკას ქალიშვილი მარიამი ჰყავს, რომელიც საზღვარგარეთ სწავლობს. 576 4-ს მოსწონს
|