სხვა ცნობილი ადამიანები,რომლებიც იშვილეს 2016, 20 თებერვალი, 15:29 ცნობილებში არც თუ ისე მცირეა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც დაბადებიდანვე, ბავშვობაში ან მოზრდილ ასაკში იშვილეს.ეს ვარსკვლავები თავიანთი ბედნიერებისთვის ფაქტიურად აკვნიდან იბრძოდნენ, რომ მიეღოთ სიყვარული და პატივისცემა იმ ადამიანებისგან, რომლებიც მათი სისხლი და ხორცი არ იყვნენ.
მიუხედავად ამისა, მათ მაინც არ დაყარეს ფარ-ხმალი და გახდნენ ისეთი ცნობილები, რომ მთელი პლანეტა თაყვანს სცემს. 1-ჯონ ლენონი-ჯონის მშობლები ჯულია და ალფრედი გაიყარნენ, დედამ მალე სხვა კაცი ნახა.4 წლის ჯონი დეიდამ გაზარდა. 2-მერლინ მონრო-ნორმა ჯინის(მერლინის ნამდვილი სახელი და გვარი)დედას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც ნორმამ თითქმის მთელი ბავშვობა მიმღებ ოჯახებში ან ბავშვთა თავშესაფარში გაატარა.ორი კვირის იყო ნორმა, როდესაც დედამ იგი მეზობლის ოჯახს მიაბარა. 3-ბილ კლინტონი-აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დედამ დაქვრივების შემდეგ ბავშვი მშობლებს მიაბარა.შემდეგ დედამისი როჯერ კლინტონზე გათხოვდა, რომელმაც ბილი იშვილა. 4-სტივ ჯობსი-ბიჭუნას მამა სირიელი ჰყავდა-აბდულფატა ჯანდალი, ხოლო დედა გერმანელი კათოლიკე ემიგრანტი-ჯოან შიბლე.რადგან ჯოანის მშობლები სასტიკი წინააღმდეგები იყვნენ მათი ურთიერთობისა, ჯოანი წავიდა სან-ფრანციკოსში, იმშობიარა კერძო ექიმთან, შემდეგ კი ბიჭუნა გააშვილა. 5-ედგარ პო-1 წლის იყო მომავალი დიდი მწერალი როდესაც მამამ მიატოვა, ხოლო 2 წლის ასაკში დედას ჭლექი გაუჩნდა და მოკვდა.პატარა ბიჭუნა ვაჭრების ოჯახმა აიყვანა რიჩმონდიდან. 6-ფეიტ ჰილი-ხუთგზის Grammy-ის მფლობელი პატარაობიდანვე იშვილეს.მისი დედობილ-მამობილი ფეიტს თავიანთ ორ ვაჟთან ერთად მკაცრი ქრისტიანული ტრადიციით ზრდიდნენ. 7-რეი ლიოტა-მსახიობი 6 თვის იყო, როდესაც იტალიურმა ოჯახმა იშვილა.40 წლის შემდეგ რეიმ დაიქირავა დეტექტივი და ბიოლოგიური დედა იპოვა. 8-ინგრიტ ბერგმანი-"კასაბლანკას" მომავალი ვარსკვლავი 3 წლის იყო, როდესაც მამა მოუკვდა, 10 წლის შემდეგ მოუკვდა დედაც, შემდეგ გადავიდა დეიდასთან, თუმცა 6 თვეში დეიდაც მოუკვდა.ამის შემდეგ ინგრიდი გადავიდა საცხოვრებლად ბიძასთან, ოტო ბერგმანთან, რომელსაც 5 შვილი ჰყავდა. 9-დეივ ტომასი-Wendy’s, -ის რესტორნების ქსელის მფლობელი 6 კვირის იყო, როდესაც იშვილეს.შემდგომ უკვე, როდესაც იგი გამდიდრდა და ცნობილი ბიზნესმენი გახდა, დაარსა ორგანიზაცია "Dave Thomas Foundation for Adoption", რომელიც მიტოვებულ ბავშვებს მშობლების მოძიებაში ეხმარება. 10-კრისტინ ჩენოვეტი-მსახიობი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და მწერალი სულ 5 დღის იყო, როდესაც იშვილეს. 260 8-ს მოსწონს 1-ს არა
|