x
მეტი
  • 21.07.2024
  • სტატია:136076
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510325
სადღეგრძელოები
imageმეგობრებო დღეს მე შემოგთავაზებთ ქართული სუფრის იშვიათსა და ულამაზეს სადღეგრძელოებს, თუ მოგეწონებათ კვლავ დავდებ

ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველაფერი პირველი განსაკუთრებულია და წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს ჩვენს მოგონებებში

მე ვადღეგრძელებ პირველ სიყვარულს წმინდას ანკარას,
იმ ლამაზ გრძნობას, რომ ახარებს დიდს თუ პატარას,
მე ვადღეგრძელებ პირველ კოცნას, სიწმინდეს მისსას!
იმ ლამაზ თვალებს, რომ აფრქვევენ სილურჯეს ცისას,
მე ვადღეგრძელებ პირველ 'ჰო'-ზე რომ წითლდებიან,

იმ ღამეებსაც, ტკბილ სიზმრებში რომ თენდებიან.

მე ვადღეგრძელებ პირველ სიყვარულს, გიჯურს, ვნებიანს!

მათ გაუმარჯოს, ვინც ჩვენს გულში მარად რჩებიან...


ჩვენი მშვენიერი საქართველოს სადღეგრძელო

მე დავიბადე დედამიწის სულ ციცქნა ბაღში
მადლობელი ვარ ამ სამოთხის, მიწის, ზეცისა.


მშვენიერების წალკოტს ეყრები მთასა თუ ბარში

შემყვარებია ყველაფერი ჩემი ქვეყნისა.

მე წვიმაც მიყვარს უეცრად მაშვრალს რომ დაგასველებს,

ის ნათელი მზე, წვიმისმერე გულს რომ გაგითბობს.

მე აქაური მიყვარს ჭექაც, მიყვარს ქუხილიც,
ყურში ჩამესმის გმირი ვაჯის დედის წუხილი.

მიმდევარი ვარ ჩემი წესის, ადათის ძველის

მოტრფიალე ვარ ჩემი ქვეყნის ამაყი გერბის,

მე ქართველი ვარ, ქრისტიანი, რა უნდა მსურდეს?!

მე აქაური ისიც მიყვარს, რაც უნდა მძულდეს.

სისხლით ხორცამდე, სულით გულამდე

მე მოწამე ვარ მაღალი ღმერთის,

შემინდობთ ალბათ, კერპიც მყავს ერთი

მე სიკვდილამდე სამშობლოს ვეტრფი!



სადღეგრძელო დედაზე

ამ ჭიქით იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვინც 9 თვე მუცლით გვატარა, 1 წელი ხელით და მთელი ცხოვრება გულით.



0
1085
15-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
1085
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0