სხვა რა თვისებებით გამოირჩევიან ძაღლის წელში დაბადებული ადამიანები 2017, 29 ოქტომბერი, 1:20 ძაღლი ყოველთვის მოუსვენარია, ყოველთვის სადარაჯოზე დგას, არასდროს ისვენებს, ყოველთვის მზადაა იცავდეს... ხშირად უკიდურესობამდე ჯიუტი და ცინიკოსია. მისი ეშინიათ, არ უყვართ უსიამოვნო შენიშვნების გამო. თამამად ილაშქრებს ყოველგვარი უსამართლობის წინააღმდეგ, სკეპტიკოსია, აქვს კრიტიკული ჭკუა, იუმორის გრძნობა, დიდსულოვნება მას წვრილმანებზე მაღლა აყენებს. არ უყვარს ხალხმრავლობა. ერთი შეხედვით ცივი გეჩვენებათ, თუმცა იგი ძალიან თბილი და მგრძნობიარეა. მასში შერწყმულია ადამიანური ბუნების ყველა დადებითი თვისება; ლოიალური, ერთგული და პატიოსანია. განვითარებული აქვს მოვალეობის გრძნობა, მას შეგიძლია დაეყრდნო, სხვაზე უკეთ შეუძლია საიდუმლოს შენახვა. აკეთებს ყველაფერ შესაძლებელს სხვებისათვის. ![]() ხალხი პატივს სცემს მათ; ძაღლები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან სამართლის მომხრეები, ნებისმიერი უსამართლობა მასში იწვევს პროტესტს, არ დაწყნარდებიან მანამდე, სანამ არ მოიმოქმედებენ ყველაფერს, რომ გამოასწორონ მდგომარეობა. ![]() ![]() ![]() 2804 13-ს მოსწონს
|