x
მეტი
  • 20.06.2024
  • სტატია:135468
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509747
ფულის მომტანი თილისმები
ფულის თილისმები

ფული გჭირდებათ? ამ პრობლემის მოგვარების ბევრი გზა არსებობს, თუმცა ამ სტატიაში მხოლოდ ორ მათგანზე გიამბობთ.


პირველი გზა სწრაფი სესხის აღებაა. ეს რეალური, მარტივი და გარანტირებული საშუალება გახლავთ.


საკმარისია მიმართოთ vivus - ს სადაც 50-დან 650 ლარამდე sesxi სწრაფად და მარტივად გაიცემა. აქ შეგიძლიათ მიიღოთ სესხები სახლიდან გაუსვლელად ონლაინ რეჟიმში ან კომპანიის სერვის ცენტრებში.



მეორე მეთოდი მისტიურია და მხოლოდ ცრუმორწმუნე ადამიანებს გამოადგებათ.
მისი არსი ფულის მომტანი თილისმების შეძენაში მდგომარეობს და თუ ფულის შოვნის ეს ვერსია გხიბლავთ, მაშინ ჩვენ გიამბობთ იმ თილისმების შესახებ, რომლებზეც ამბობენ ფულის მოტანა ძალუძთო.


ფულის მიმზიდველ თილისმებს შორის ყველაზე პოპულარულია „ბედნიერებისა და კეთილდღეობის მომტანი“ მონეტა.


ჩინეთში სწამთ, რომ ეს თილისმა კარიერულ ზრდაში, ბიზნესის წარმატებასა და ფულის შოვნაში დაგეხმარებათ.


როგორც წესი, ბედნიერებისა და კეთილდღეობის მომტან მონეტას ატარებენ საფულით. ფენ-შუის თანახმად კი სასურველია ეს თილისმა თქვენი სახლის სიმდიდრის ზონაში მოათავსოთ.


იმ შემთხვევაში თუ უბედურებისგან, ინტრიგებისგან და გაკოტრებისგან თავის დაცვა გსურთ მაშინ თქვენ ატლანტების ნიშანი დაგჭირდებათ. ცრუმორწმუნეების აზრით ამისათვის საჭიროა იქონიოთ სამკაული, რომელზეც ეს ნიშანია გამოსახული.


ფულის მომტანი თილისმების სიაში საპატიო ადგილი უჭირავს „ხუთი კეთილდღეობის სიმბოლოსაც“.


ლეგენდის თანახმად ეს გახლავთ ბედნიერების, ჯანმრთელობის, მშვიდობის, კეთილშობილებისა და დღეგრძელობის სიმბოლო, შესაბამისად მას ადამიანისთვის ამ ყველაფრის მოტანა ძალუძს.


კიდევ ერთი ძლიერი თილისმა გახლავთ ბედის ბორბალი, რომელსაც ცრუმორწმუნეთა აზრით მეპატრონისთვის იღბალი და კეთილდღეობა მოაქვს.


ამბობენ, ეს თილისმა ისეთი ძლიერია, რომ შეუძლია დაგიცვათ ისეთ დროსაც კი, როდესაც მთელ სამყაროს ებრძვით.


ინდოელები და ინდუისტები კი ბიზნესში წარმატების მიღწევის მსურველებს განეშას გვირჩევენ.


განეშა იგივე განაპატი გახლავთ ინდუიზმში სიბრძნისა და კეთილდღეობის ღმერთი.
ინდუიზმის მიმდევრებს სწამთ, საკმარისია განეშას რაიმე სთხოვო და ის აუცილებლად დაგეხმარება.


განეშა ითვლება უბედურებასა და უსიამოვნებებთან მებრძოლ ღმერთად და სწორედ ამიტომ, ბევრს სწამს, განეშას თილისმას ბიზნესის კრიზისული სიტუაციიდან გამოყვანა შეუძლია.


თუ თქვენი მიზანია ძალისა და ენერგიის მოკრება, საკუთარი თავის რწმენის გამყარება და ბოროტების დამარცხება ისე, რომ არ მიაყენოთ ზიანი საკუთარ თავს, მაშინ თქვენ სოლომონის დიდებული ბეჭედი გამოგადგებათ.


სოლომონის დიდებული ბეჭედი გახლავთ მაგიური წრე, რომელიც ლეგენდის თანახმად არაჩვეულებრივად იცავს ყოველგვარი მოულოდნელობებისგან, უსიამოვნებებისგან, დაუფიქრებელი ნაბიჯებისგან და ჯადოსგან.


0
2556
8-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
2556
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0