რჩევები ეშმაკობა, რომლითაც კიმ კარდაშიანი ლამაზ მკერდს იყენებს - ამას ვინ წარმოიდგენდა! 2016, 19 თებერვალი, 14:53 ღრმა დეკოტიანი კაბის ტარება პრობლემას სულაც არ წარმოადგენს. ერთი პატარა ეშმაკობა და მკერდი იდეალურ ფორმას შეიძენს... კიმ კარდაშიანმა გაასაჯაროა ხერხი, რომლითაც იგი ხშირად სარგებლობს და რომელიც ე.წ. "პუშ-აპ" თეთრეულზე უფრო ეფექტურად მოქმედებს. ლამაზმანს სულაც არ ეუხერხულება ღია სამოსის ტარება. მაშინაც კი, როცა შვილი ბუნებრივ კვებაზე ჰყავდა, კიმი შესანიშნავად გამოიყურებოდა. ეფექტის მოხედენას იგი პირველ რიგში ღრმა დეკოტეს წყალობით ახერხებს, თუმცა თავად დეკოლტესთვის საჭირო ფორმებს სწორედ ზემოაღნიშნული საიდუმლო ხერხით აღწევს. შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს, მაგრამ ეს საიდუმლო ხერხი არაფერია, თუ არა ჩვეულებრივი, კანის შეფერილობის მქონე წებოვანი ლენტი, ე. წ. "სკოტჩი". ამ ტრიუკის წყალობით ქალი საკუთარ თავში დარწმუნებულია. მიუხედავად საკმაოდ დიდი ზომისა, "სკოჩი" მკერდს მშვენივრად იკავებს. რა თქმა უნდა, შემდეგ ძალიან ძნელია წებოვანი ლენტის მოხსნა, მაგრამ, როგორც იტყვიან, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს. აი, სწორედ ასე იქმნება სრულყოფილი სილუეტი, რომელიც ბევრს აღაფრთოვანებს. 637 10-ს მოსწონს
|