ისტორია ისტორიის ყველაზე ხანმოკლე 10 ომი! 2016, 18 თებერვალი, 13:31 მსოფლიოს ისტორიას ახსოვს ძალიან ბევრი ომი, რომლებსაც ძალიან ბევრი
მებრძოლი შეეწირა. ქრისტეს შობამდე, ქრისტეს შობიდან დღემდე
დედამიწაზე ისევ ომიანობაა. XX-საუკუნის ომებმა განსაკუთრებით იმოქმედა
მსოფლიო სამხედრო ისტორიაზე. ორი მსოფლიო ომი, რომელსაც
მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.... გადავიდეთ სტატიის თემაზე დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ 10 ომს, რომლებიც ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა.... 1. ფოლკლენდის ომი (42 დღე) წელი: 1982 მხარეები: არგენტინა - ინგლისი შედეგი: ინგლისის გამარჯვება ომი დაიწყო 1982 წელს, ფოლკლენდის კუნძულებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინის არმია თავს დაესხა ფოლკლენდის კუნძულებს და თავიდან მცირე სამხედრო წარმატებას მიაღწია, საბოლოოდ ომიდან გამარჯვებული დიდი ბრიტანეთი გამოვიდა. ეს გამარჯვება კუნძულების მოსახლეობის სურვილსაც შეესაბამებოდა. ომში დამარცხებამ არგენტინაში სამხედრო ხუნტის დამხობას და დემოკრატიული რეჟიმს აღდგენას მოუმზადა საფუძველი. 2. პოლონეთი - ლიტვის ომი (37 დღე) წელი: 1920 მხარეები: მეორე პოლონეთის რესპუბლიკა და ლიტვა შედეგი: მეორე პოლონეთის რესპუბლიკის გამარჯვება მეორე პოლონეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბებასთან ერთად, ქვეყანამ 26 წლით აირიდა ფაშისტური და ბოლშევიკური წყობა. ამასთანავე პოლონელები შეიჭრენენ ლიტვაში და დაიპყრეს ქალაქები: ვილნიუსი და კაუნასი. ომი 37 დღე გრძელდებოდა, ომს დიდი მსხვერპლი არ მოჰყვა. 3. ბალკანეთის მეორე ომი (32 დღე) წელი: 1913 მხარეები: ბულგარეთი, საბერძნეთი, სერბეთი, ჩერნოგორია(მონტენეგრო), რუმინეთი და ოსმალეთის იმპერია შედეგი: ბულგარეთის დამარცხება ბალკანეთის მეორე ომი დაიწყო 1913 წლის 23 ივნისს, ხოლო დასრულდა 1913 წლის 10 აგვისტოს. ბულგარეთის ომი სერბიასთან, რუმინეთთან, საბერძნეთთან, ჩერნოგორიასთან და ოსმალეთთან, რომლის მიზეზი იყო მოკავშირეთა ბანაკში არსებული წინააღმდეგობანი. კონფლიქტის ძირითად საბაბად მაკედონიის ტერიტორია იქცა. სერბეთის და საბერძნეთის ჯარებმა მოახერხეს ბულგარეთის დამარცხება, მათ შეურთდა რუმინეთიც და მოგვიანებით ოსმალეთის იმპერიაც, რომლებმაც ბულგარეთისგან დაკარგული მიწების მცირედი რაოდენობა დაიბრუნა. ბალკანეთის ომებმა კიდევ უფრო დაძავა ურთიერთობა ანტანტას დასამთა კავშირს შორის და ამით დააჩქარა I მსოფლიო ომის დაწყება. 4. თურქულ - ბერძნული ომი (30 დღე) წელი: 1897 მხარეები: საბერძნეთი, ოსმალეთის იმპერია შედეგი: ოსმალების გამარჯვება 1897 წლის აჯანყების დროს. 2 თებერვალს საბერძნეთის არმია გადასხდა კრეტაზე აჯანყებულებისათვის მხარდაჭერის მიზნით, რამაც გამოიწვია 30-დღიანი ომი საბერძნეთსა და თურქეთს შორის. ბრძოლები მიმდინარეობდა თესალიასა და ეპირში. თესალიაში ოსმალებმა გაიმარჯვეს და დაიკავეს ვრცელი ტერიტორიები. საბერძნეთმა მოუწოდა დიდ სახელმწიფოებს ჩარეულიყვნენ კონფლიქტში და მისთვის დაებრუნებინა ომის დროს დაკარგული ტერიტორიები. სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო 21 ოქტომბერს და ხელშეკრულება დაიდო 4 დეკემბერს. კონსტანტინოპილის ზავის შედეგად, დასრულდა საბერძნეთ-ოსმალეთის ომი, რომელიც მიმიდნარეობდა 30 დღის განმავლობაში. 5. ჩინეთი - ვიეტნამის ომი (27 დღე) წელი: 1979 მხარეები: ჩინეთი, ვიეტნამი შედეგი: ორივე მხარეს გამარჯვება 1979 წელს ჩინეთი შეიჭრა ვიეტნამში და დაიწყო ქვეყნის ოკუპირება, ვიეტნამს ომში დახმარება გაუწია აშშ-მ. საბოლოოდ ომი 27 დღეში დასრულდა. ორივე მხარემ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. 6. საქართველო - სომხეთი ომი (24 დღე) წელი: 1918 მხარეები: საქართველო, სომხეთი შედეგი: გაუგებრობის შედეგად ტერიტორიის გაყოფა 1918 წლის დეკემბერში ომი დაიწყო სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკას და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის. სომხეთმა მოულოდნელი თავდასხმები მოახდინა ლორესა და ჯავახეთის რეგიონებზე.საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სომხეთი უკმაყოფილო იყო თბილისის დედაქალაქად გამოცხადებით. მათ თბილისი სომხურ ქალაქად მიაჩნდათ. საბოლოოდ 1918 წლის 31 დეკემბერს ომი დასრულდა. მომდევნო წელს ლორე გამოცხადდა ნიტრალურ ტერიტორიად, სადაც მორიგეობით უნდა მდგარიყვნენ ქართველი და სომეხი ჯარისკაცები. 7. სერბეთ - ბულგარეთის ომი (14 დღე) წელი: 1885 მხარეები: სერბეთის სამეფო, ბულგარეთის სამეფო შედეგი: ბულგარეთის სამეფოს გამარჯვება ომი დაიწყო 1885 წლის 14 ნოემბერს და დასრულდა იმავე წლის 28 ნოემბერს, ბულგარეთის სრული გამარჯვებით. ამ ომში ბულგარეთის გამარჯვების შემდეგ ევროპის სახელმწიფოებმა აღიარეს ბულგარეთის გაერთიანება. 8. ინდოეთი - პაკისტანის ომი (13 დღე) წელი: 1971 მხარეები: ინდოეთი, პაკისტანი შედეგი: ბანგლადეშის დამოუკიდებლობა ინდოეთსა და პაკისტანს შორის ომი მიმდინარეობდა წლების განავლობაში. ორივე ქვეყანა დამოუკიდებლობის მიღებიდან სულ იბრძოდა, კონფლიქტის პერიოდში სულ 3 სისხლიანი ომი გაიმართა: 1947-1949; 1965; 1971. ბოლო ომში რომელიც გაიმართა 1971 წელს, ბანგლადეშმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. დღესდღეობით პაკისტანს იარაღით აშშ ამარაგებს, ხოლო ინდოეთს რუსეთი. 9. ექვსდღიანი ომი (6 დღე) წელი: 1967 მხარეები: ისრაელი, ეგვიპტე, სირია, იორდანია, ერაყი შედეგი: ისრაელის გამარჯვება ომი დაიწყო ისრაელმა, ეგვიპტიის, სირიის და იორდანიის წინააღმდეგ. გრძელდებოდა 1967 წლის 5 ივნისიდან 10 ივნისამდე. ომის მთავარი მიზეზი იყო დაძაბულობა არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის. არაბულ ქვეყნებს სურდათ ისრაელი განადგურება. ომი დაიწყო 5 ივნიის ისრაელმა, მათ პირველი შეტევა განახორციელეს ეგვიპტეში. 10 ივნისს ომი ისრაელის გამრჯვებით დამთავრდა. ებრაელებმა დამოუკიდებლად მოახდინეს 4 არაბულ ქვეყანასთან ომში გამარჯვება. 10. ინგლისი - ზანზიბარის ომი (38 წუთი) წელი: 1896 მხარეები: ინგლისი, ზანზიბარი შედეგი: ინგლისის გამარჯვება ინგლის-ზანზიბარის ომი სახმელეთო-საზღვაო დაპირისპირება, რომელიც ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე ომის სახელით შევიდა. ომი 38 წუთი მიმდინარეობდა.ინგლისის იმპერიამ დაამარცა ზანზიბარის სასულთნო. ომის მთავარ მიზეზად სახელდება ზანზიბარის სულთანის მოკავშირეობა გერმანიასთან. მადლობა ყურადრებისთვის სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 513 14-ს მოსწონს
|