სხვა 20 რამ, რაც არ იცით საკუთარი სხეულის შესახებ 2016, 18 თებერვალი, 10:33 1. ადამიანის პირის ღრუში არსებული ბაქტერიების რაოდენობა, ბევრად აღემატება ჩვენი პლანეტის მოსახლეობის რაოდენობას. 2. ადამიანის თმის ღერს შეუძლია 1 ვაშლის წონას გაუძლოს.3. ადამიანის ენის ანაბეჭდი ისეთივე უნიკალურია, როგორც ხელის. 4. ყოველდღიურად, პირის ღრუში 600 მლ. ნერწყვი გამომუშავდება. 5. ორგანიზმი თავის ტვინს შეტყობინებებს 400 კმ/სთ სიჩქარით უგზავნის. 6. ფართოდ გავრცელებული აზრი, იმის შესახებ, რომ სისხლის 4 ჯგუფი არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში, სისხლის 29 ჯგუფი არის და ყველაზე იშვიათი მათ შორის, იაპონელებს აქვთ. 7. 19312 კილომეტრი – ამ მანძილის მარათონს «გარბის» ყოველდღიურად ჩვენი სისხლი. 8. ჩვენი ნერვების საერთო სიგრძე 75 კილომეტრია. 9. ყოველდღიურად 20 000-ჯერ ჩავისუნთქავთ და ამოვისუნთქავთ ჰაერს.10. ჩვენს თვალს შეუძლია 10 მლნ-ზე მეტი ფერი გაარჩიოს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამდენი ფერის სახელის დამახსოვრება შეუძლებელია. 11. ადამიანის ყურები მთელი ცხოვრების მანძილზე იზრდება – წელიწადში 0, 25 მმ-ით!12. ადამიანის გული წელიწადში 35 მლნ. დარტყმას ახორციელებს – ის საუკეთესო ძრავაა მსოფლიოში! 13. ყოველდღიურად ჩვენი სხეულიდან, კანის 1 მლნ. უჯრედი «ცვივა», ეს კი, დაახლოებით, 2 კგ-ა წელიწადში! 14. ადამიანის კანის მხოლოდ 1 სმ. კვ.-ზე, 100-ზე მეტი ტკივილის რეცეპტორია განლაგებული. 15. მამაკაცის ენაზე ბევრად უფრო ცოტა გემოვნების რეცეპტორია, ვიდრე ქალის ენაზე. (ასე, რომ გენდერული თანასწორობა – მითია.) 16. ადამიანი ცხოვრების მანძილზე, დაახლოებით, 35 000 კგ. საკვებს იღებს. 17. ჩვენ დაახლოებით 5 წელს ვახამხამებთ, კარგია რომ ამას ვერ ვამჩნევთ და ხამხამთან ერთად, სხვა საქმეებსაც ვაკეთებთ.
18. ადამიანის ტვინი ქიმიური ლაბორატორიაა, რომელიც ყოველ წამში 100 000 ქიმიურ რიაქციას ატარებს. 19. ადამიანი 160 კმ/სთ სიჩქარით აცემინებს. 20. როდესაც ადამიანი ტირის, მისი სახის 43 კუნთი მუშაობს, და მხოლოდ 17 - როდესაც იღიმება.691 13-ს მოსწონს
|