მსოფლიო
უკრაინის უმაღლესმა რადამ მინისტრთა კაბინეტის გადაყენება ვერ შეძლო
2016, 17 თებერვალი, 10:58
უკრაინის უმაღლესმა რადამ მინისტრთა კაბინეტის გადაყენება ვერ შეძლო. მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე ინიციატივას მხოლოდ 194 დეპუტატმა დაუჭირა მხარი . ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უმაღლესი რადას საღამოს სხდომა უკვე დასრულდა.
დღეს რადამ მთავრობის გასული წლის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში მოისმინა. როგორც სააგენტო "ცენზორი" წერს, უმაღლესმა რადამ მინისტრთა კაბინეტის მუშაობა უარყოფითად შეაფასა. შესაბამის დადგენილებას 247-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკსა და გენერალურ პროკურორ ვიქტორ შოკინს გადადგომისკენ მოუწოდა. ვიქტორ შოკინმა პოსტი უკვე დატოვა.