"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა ოჯახები დაჯგუფების არაოფიციალურ დედაქალაქს რაყას ტოვებენ
"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა ოჯახები დაჯგუფების არაოფიციალურ დედაქალაქს - სირიის ქალაქ რაყას ტოვებენ და ერაყის მოსულში მიემგზავრებიან. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ სირიის ადამიანის უფლებების სამონიტორინგო ცენტრმა განაცხადა.
უფლებადამცველთა ცნობით, ბოლო სამი დღის განმავლობაში ავიადარტყმების შედეგად რაყაში სულ მცირე 33 ისლამისტი მოკლეს, დაიბომბა ინფრასტრუქტურული ობიექტები და საბრძოლო მასალის საწყობი.