x
უკრაინული მედია სააკაშვილის ქართულ და უკრაინულ "ჰარამხანაზე" - მიშას ქალები "საიდუმლო მასალებში"

imageუკრაინულ ტელეარხზე "2+2" მიხეილ სააკაშვილს სიუჟეტი მიუძღვნეს, სადაც გადაცემა "საიდუმლო მასალების" ავტორებმა "გამოძიება ჩაატარეს" და მაყურებელს უამბეს არა მხოლოდ ის, თუ როგორ შეიძლება ოდესის ოლქში კარიერის გაკეთება, არამედ გაიხსენეს სააკაშვილის "ამურული დამსახურებები" საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის პერიოდში.
"ამჟამად ოდესის ოლქში წარმატებული ჩინოვნიკის კარიერის ასაწყობად ძალიან ცოტა რამაა საჭირო: თუ მამაკაცი ხარ, უნდა იყო ქართველი, ხოლო თუ ქალი ხარ, უბრალოდ, უნდა იყო ლამაზი 30 წლამდე გოგონა. სააკაშვილს ყოველთვის უყვარდა ლამაზი ქალების დახმარება - სასიყვარულო ისტორიები ჯერ კიდევ საქართველოში მმართველობის დროიდან იწყება", - ყვებიან სიუჟეტში
ჟურნალისტებმა მაყურებელს შეახსენეს, თუ როგორ ხდებოდა სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მომხიბვლელი გოგონების კარიერული წინსვლა.
"2005 წელს სააკაშვილის პრეს-მდივანი გახდა 20 წლის ჟურნალისტი ალანა გაგლოევა. მოგვიანებით მომღერალი ნინა წკრიალაშვილი შოუ-ბიზნესიდან ქვეყნის კულტურის სამინისტროში აღმოჩნდა. 2010 წელს კანადიდან ჩამოსული ვერა ქობალია მომენტალურად დაინიშნა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე. "პრეზიდენტის ჰარამხანიდან" ჩინოვნიკის პოსტზე მოხვდნენ აგრეთვე ხათუნა კალმახელიძე და ნინო კალანდაძე", - ნათქვამია სიუჟეტში.

0
357
3-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
357
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0