x
უკრაინელმა ოლიგარქმა მიხეილ სააკაშვილი ცოფიან ძაღლს შეადარა

imageუკრაინელმა ოლიგარქმა, დნეპროპეტროვსკის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, იგორ კოლომოისკიმ ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ცოფიან ძაღლს შეადარა. ამის შესახებ ИА REGNUM იტყობინება.
კოლომოისკიმ, უკრაინის სამოქალაქო ავიაციის სფეროში, სააკაშვილის გამონათქვამები შეაფასა.
"როცა ძაღლი ალიკაპის გარეშე ვიღაცას კბენს, უნდა დასაჯო ძაღლიც, და რაც მთავარია, მისი პატრონიც. ძაღლებს, ასეთ შემთხვევაში აძინებენ.
ჩვენს შემთხვევაში შეგვიძლია, ფული გადავიხადოთ და საქართველოში გავაგზავნოთ, რათა საქართველომ აგოს პასუხი იქ დაკბენილი ადამიანებისათვის", განაცხადა კოლომოისკიმ.
"რაც შეეხება მის პატრონს, ჩვენ გვესმის ვინც არის ის", - დასძინა ოლიგარქმა.
დნეპროპეტროვსკის ყოფილმა გუბერნატორმა აღნიშნა, რომ მზად არის შეხვდეს სააკაშვილს სასამართლოში, სადაც აპირებს დაიცვას საკუთარი პატივი და ღირსება და მოითხოვოს მატერიალური კომპენსაცია.
შეგახსენებთ, რომ ახლახანს ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ერთერთ უკრაინულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პრემიერი არსენი იაცენიუკი ოლიგარქების, კერძოდ, იგორ კოლომოისკისა და რინატ ახმეტოვის სასარგებლოდ მოქმედებს.
მიხეილ სააკაშვილის აზრით, ეს განსაკუთრებით მაშინ გამოჩნდა, როცა პრემიერმა უარი განაცხადა განეხილა ავაგადაზიდვების ტარიფები და შეეფასებინა სახელმწიფო ავიაციისსამსახურის ხელმძღვანელის, დენის ანტონიუკის საქმიანობა.

0
552
6-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
552
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0