საზოგადოება Intermedia.ge-ს ყველა ავტორის საყურადღებოდ! - წესების გამკაცრება 2016, 16 თებერვალი, 19:16 საავტორო უფლებების დაცვის მიზნით ვებ-გვერდის რედაქცია კიდევ უფრო ამკაცრებს საავტორო უფლებების დამრღვევთა ავტორების მიმართ სასჯელს. საავტორო უფლებების დარღვევის შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ფოტო, ვიდეო თუ სტატია, ავტორი დაიბლოკება სამი თვით ან ერთი წლით (ამას გადაწყვეტს რედაქცია). კიდევ ერთხელ გვინდა გავაკეთოთ განმარტება ანაზღაურებასთან დაკავშირებით. საიტის რედაქცია ანაზღაურებად ავტორებს ფულს უხდის მათ მიერ გაწეულ სამუშაოში და არა სოციალური ქსელებიდან ან სხვა საიტებიდან გადაკოპირებული სტატიების გაკეთებაში. სტატია უნდა იყოს თქვენს მიერ შექმნილი ან გადათარგმნილი. ასევე უპირატესობა მიენიჭება ავტორების მიერ გადაღებულ ვიდეო და ფოტო მასალას. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მიერ შექმნილი (გადათარგმნილი) მასალები უფრო მეტად დაფასდება. P.S. არ დაგავიწყდეთ ჩვენი პროფილის დამეგობრება და გამოწერა, რომ ყველა სიახლისა თუ ცვლიელების შესახებ ინფორმირებული იყოთ. 104 28-ს მოსწონს
|