გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირველად საქართველოში მაღაზია "iPhone +"-ში ნაკურთხი აიფონები გაიყიდება.ამ ფაქტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქის" საშუალებით გამოეხმაურა.
"ნეტა რა ეღირება კურთხევა? :))))))) ღვდელიც როგორ დიდის ამბით მჩხიბავობს? :)))) "საზოგადოება თავს იკავებს ე.წ. ეშმაკის პროდუქტების შეძენისგან, ამიტომ ვაკურთხებინებთ მაღაზიას"; "ძალიან მიხარია, რადგან მართლმადიდებელი ვარ და ჩვენ ქვეყანაში კიდევ ერთი ნაკურთხი მაღაზია იარსებებს" - მოუსმინეთ :))) გეშველება ნეტა რამე? :))))))
წეღან ქუჩაში მოხუცს დავეხმარე ცოტა ხურდებით, ღმერთმა დაგლოცოსო და ეგეთები მოაყოლა. არ მინდა არც შენი ღმერთი, არც ანგელოზები, უბრალოდ გეხმარები-მეთქი. უნდა გენახათ, გამვლელებმა როგორ შემომხედეს ამის გაგონებაზე, კიდევ კარგი, რომ ადვილად დასაჩაგრი ობიექტის ილუზიას არ ვტოვებ, თორემ... (wink ემოცია) არადა, ასე 25 წლის წინ მგზნებარე პიონერ-კომკავშირლები იქნებოდნენ, ლენინის აუგად ხსენებაზე დაგესეოდნენ...
როდის უნდა მივაბაროთ წარსულს ეს ბნელეთი???"-წერს სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდია.