მუსიკა ნიკოლოზ რაჭველი-"ვეღარ დავმალე წლების მანძილზე ნატარები გულისტკივილი..." 2016, 9 თებერვალი, 21:31
"სიმფონიური მუსიკის ცენტრის ხელმძღვანელ ვახტანგ კახიძეს მიაჩნია, რომ ნიკოლოზ რაჭველი დირიჟორისთვის აუცილებელ ვერც ერთ ჩამოთვლილ პირობას ვერ აკმაყოფილებს. მის მიერ კულტურის სამინისტროსთვის მიწერილ წერილში ნათქვამია, რომ რაჭველის ასეთი დაჟინებული ლტოლვა დირიჟორის პროფესიის დისკრედიტაციაა. "თბილისის ერთადერთი სიმფონიური მუსიკის დარბაზის კარი ეროვნული ორკესტრისთვის დაკეტილია, მიზეზი ზოგჯერ ჩემი პროფესიონალიზმია, ზოგჯერ დარბაზის დატვირთვა, ზოგჯერ ორკესტრისადმი დამოკიდებულება... გული მწყდება, რომ ამ პრობლემამ კულისებიდან ავანსცენაზე გადაინაცვლა, თუმცა ეს არ მოხდებოდა თუნდაც ერთი კეთილი ნაბიჯი რომ გადმოდგმულიყო, თუნდაც სიტყვიერი... ახლა კი საზოადოებამ გადაწყვიტოს ჩვენი ბედი! ყოველთვის ჩემი ხალხის, მუსიკით შეძენილი გულშემატკივრების იმედად ვიყავი, არც სახელოვანი მშობლები მყოლია და არც მდიდარი ნათესავები... ასე მოვედი აქამდე... დღეს კი მყავს არმია საოცარი მუსიკოსების, რომელთა წინაშე თავს ვალდებულად მივიჩნევ, რომ ისინი ღირსეულად მოღვაწეობდნენ საკუთარ სამშობლოში! ხოდა მეც წავედი კომპრომისზე საკუთარ თავთან და ვეღარ დავმალე წლების მანძილზე ნატარები გულისტკივილი..." 220 3-ს მოსწონს 1-ს არა
|