ერთ-ერთი ჟურნალისტი რუსა(ლიზა) გვაზავა, მაგდა პაპიძის საქმეს სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" განიხილავს და როგორც მისთვის ცნობილი გახდა მაგდას, რომელსაც ქმარ-შვილის მკვლელობაში ედება ბრალი, ძირითადად დეტექტიურ გამოძიებებზე და მკვლელობებზე ჰქონდა წიგნები. ჟურნალისტისთვის ეს "საინტერესო ინფორმაცია" სანდო წყაროსგან გახდა ცნობილი:
"დღეს გავიგე, რომ 20 დეკემბერს, გამთენიისას, დიღომში, ფერაძის ქუჩაზე მომხდარი მამა-შვილ ქაფიაშვილების მკვლელობის შემდეგ, არ იყო გასული რამდენიმე ხანიც კი, რომ მაგდა პაპიძის და და დედა ანუ მისი ოჯახის წევრები ქაფიაშვილების ოჯახს მაგადა პაპიძის პირადი ნივთების დაბრუნებას სთხოვდნენ განუწყვეტლივ .
მათ შორის, თურმე მაგდა პაპიძის წიგნებიც გახდა მისივე ოჯახის წევრების მოთხოვნის საგანი.
ურეკავენ ომარ ქაფიაშვილის დედას თურმე, და სთხოვენ ხან მაგდა პაპიძის თეთრეულის მიტანას, ლეიბების და საბნებისაც და ხან მაგდას წიგნების და მათ შორის იმ ნივთებისაც რაც ერთობლივი ცხოვრების დროს შეიძინეს.
როგორც ასევე მითხრეს, მაგდას წიგნები თურმე ძირითადად დეტექტიურ გამოძიებებზე ქონდა და როგორც წყარო გვეუბნება, როცა მან გადახედა ამ წიგნებს ის ძირითადად მკვლელობებზე იყო."
შეგახსენებთ, რომ 27 წლის მამისა და მისი 5 წლის შვილის მკვლელობით, რომელიც დიღმის მასივში, ფერაძის ქუჩაზე მოხდა, მთელი საქართველო შეძრულია.
მეუღლისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით კი დაკავებულია მამაკაცის ცოლი და ბავშვის დედა, 25 წლის მაგდა პაპიძე. სასამართლო 10 თებერვალს გაიმართება.
იმედია, მალე აეხდება ფარდა ამ ბუნდოვან საქმეს.