საზოგადოება "გიორგი ტატიშვილი, რომელიც ერთი თვის წინ "განიკურნა" გეობისგან, ცნობილი თაღლითია." 2016, 9 თებერვალი, 14:42
"ვინმე გიორგი ტატიშვილი, რომელიც ერთი თვის წინ "განიკურნა" გეობისგან და მოიარა ჯაჯანიძის შოუ, ახლა კი "განკურნების" შემდგომ, გავარდა და საკონსტიტუციოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა გეი ქორწინების აღიარება-არის ცნობილი თაღლითი, ადრე ტრანსგენდერ მაცაცოდ წოდებული. ჩვეულებრივი კაგებეშნიკი აგენტია და მუდმივად სპეკულირებს ლგბტ თემატიკით. უკლებლივ ყველა ლგბტ ორგანიზაცია საქართველოში ემიჯნება ამ თაღლით ადამინს და აცხადებს, რომ სხვა საკითხები უფრო სასიცოცხლო მნიშვნელობისაა დღეს ლგბტ საზოგადოებისათვის საქართველოში, ვიდრე ქორწინება და ნუ წამოვეგებით კრემლის პროვოკაციას. წინასაარჩევნოდ ისევ და ისევ ააქტიურებს რუსეთი ლგბტ თეამტიკას, რომ "გარყვნილ ევროპასა" და "ერთმორწმუნე რუსეთს" შორის არჩევანი სათავისოდ წაიყვანოს. ლგბტ თემი მართებულად ემიჯნება ამ მცდარ რიტორიკას და ბინძურ პროვოკაციებს. პ.ს. სწორედ ამ ტატიშვილისთვის საპატრიარქომ დაცვის გამოყოფაც მოითხოვა რამდენიმე დღის წინ (საოცრებაა პირდაპირ, რაღა ამ ცნობილი თაღლითის დაცვა მოუნდა საპატრიარქოს, როცა სხვებს ტაბურეტკებით დასდევენ?!). საპატრიარქოშიც არის ძლიერი რუსული კლანი და რუსული სცენარით ვითარდება მოვლენები." 2124 2-ს მოსწონს
|