საზოგადოება ნინო ლაბარტყავა მორიგ სკანდალში! "ჩამდეს მიწაში, ამომიღეს, გამატყავეს და მერე ისევ ჩამდეს" 2016, 8 თებერვალი, 1:40 "ალიას" ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა უკვე მეორედ გაეხვა სკანდალში. ფართო საზოგადოებამ ის, როგორც სასტუმრო "რედისონის" მე-15 სართულზე მომხდარი ინციდენტის მთხრობელი გაიცნო, ამჯერად კი გადაცემაში "მძიმე კაცითან" გამოჩნდა. "ადამიანის წინაპარი ვინ იყო?"-ამ კითხვაზე ნინოს პასუხი ასეთია: "ადამიანის წინაპარი? მაიმუნითქო ნამდვილად ვერ ვიტყვი. ფროიდზე ცოტა ისეთი დამოკიდებულება მაქვს". ნინო ამ ყველაფრის შესახებ წერს: "მძიმე კაცის" ანონსი დაიდო და მხოლოდ ანონსს 12 ათასზე მეტი ნახვა აქვს უკვე. ეს იმ რაოდენობის ნახვებია, რომლის ნახევარიც კი არ აქვს იმ "ელიტის" წარმომადგენელი პეროების სრულ გადაცემებს, ვინც ენაგადმოგდებულები ილანძღებიან ჩემი მისამართით (ცივი წყალი სვით, პირი რომ არ გაგიმშრალდეთ ხოლმე ამდენ ტლიკინში). განსაკუთრებით ირტყმევინებიან იმ მომენტზე, როცა "მძიმე კაცი" მაიმუნის წარმოშობაზე მეკითხება და მე, ჩემდაჭირად, ფროიდს ვახსენებ, დარვინის ნაცვლად. ჩამდეს მიწაში, ამომიღეს, გამატყავეს და მერე ისევ ჩამდეს. ხოდა, ერთი ამბავი უნდა დავწერო ახლა ამაზე. უნივერსიტეტში ერთი არაჩვეულებრივი ლექტორი მყავდა და რომელიც იყო იმ ერთ–ერთთაგანი, ვინც სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაში ჩემს გამარჯვებას (დიპლომი სახლში მაქვს) ძალიან დიდი სიხარულით შეხვდა. ამ ადამიანს პირობითად ვახოს დავარქმევ ახლა . ხოდა, მოკლედ, ბატონ ვახოსთან პირველი ლექცია ასე დაიწყო: –გამარჯობა, ახალგაზრდებო. მე დათო ვარ და მაქვს პატივი, გასწავლოთ ესა და ეს საკითხები... სტუდენტებმა ერთმანეთს გაკვირვებულებმა გადავხედეთ... უცებ ვახო წამიერად გაჩუმდა, გაწითლდა და გვითხრა: –უიმე, რა დათო, კაცო, @@ წელია ვახო მქვია და საკუთარი სახელი რა ჯანდაბამ დამავიწყა ახლაო – და სიცილი აუტყდა. ჩვენც გაგვეცინა მის ამ რეპლიკაზე და დაბნეულობაზე. იმ დღის მერე ამ პროფესორ კაცს, არაჩვეულებრივ ადამიანს საკუთარი სახელი აღარ შეშლია და სულ ხუმრობდა ხოლმე – თუ გინდათ, დათოთი მომმართეთ, ჩემი სახელი მაინც არ მომწონსო . მორალი: როდესაც იცი, რა გადაცემაში ხარ, როდესაც იცი, დაახლოებით, რა ტიპის კითხვებია და როდესაც წინდაწინ ცდილობ გაუმკლავდე იმ ერთ "მძიმე კაცს", რომელიც ათასი რჯულის მამაძაღლის ხმა არის ამასობაში – რა თქმა უნდა, რაღაც მომენტში დაიბნევი, რა თქმა უნდა, რაღაც მომენტში ინერვიულებ და რა თქმა უნდა, ვერ იტყვი ისეთ რაღაცებს, რაც "მეორე მხარეს" მოეწონება. ხოდა, ჩემი ამ ერთი, ელემენტარული, უმსუბუქესი და უმტკივნეულო დაბნეულობის გამო ვინც ჭიქაში ქარიშხალი ატეხეთ....... პ.ს. – სრული გადაცემა რომ დაიდება, პირველი მე გამოვჭიმავ ჩემს ფეისბუქზე." 653 3-ს მოსწონს
|