მუსიკა სკანდალი სასამართლოში გრძელდება?! "საჯაროდ ბოდიში მოიხადოს ამ სიბინძურისთვის" 2016, 8 თებერვალი, 1:21 რამდენიმე დღის წინ ნიკოლოზ რაჭველმა სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტი გაავრცელა: "დღეს დავიწყეთ გუსტავ მალერის V სიმფონიაზე მუშაობა! ყველას უხარია, მე ვარ ბედნიერი, რომ შემიძლია ასეთ ნაწარმოებთან მქონდეს შეხება! ჩვენი ორკესტრი, რომელმაც გასულ სეზონზე მალერის I სიმფონია წარმატებით შეასრულა (2-ჯერ გავიმეორეთ), წელს კიდევ ერთ ტიტანს შეეჭიდა! სიმფონიური მუსიკის მოყვარულებს მალე გავახარებთ! მაგრამ ყველას სახეზე გვეწერა ერთი რიტორიკული და ჩვენი ცხოვრების ლეიტმოტივად ქცეული შეკითხვა: სად დავუკრავთ მალერის მუსიკას, რომელსაც ჭირდება მხოლოდ სიმფონიური მუსიკის დარბაზი შესაბამისი აკუსტიკით და მასშტაბური სცენით, რომელიც საბედნიეროდ ჩვენს ქალაქს აქვს, მაგრამ ჩვენ იქ არ გვიშვებენ... (ოფიციალურ მიზეზად სახელდება შემდეგი არგუმენტი: ნიკოლოზ რაჭველი არის უნიჭო, უგემოვნო და არაპროფესიონალი, რომლის გამოჩენა იმ სცენაზე არის დირიჟორის პროფესიის დისკრედიტაცია და ჯანსუღ კახიძის ხსოვნის შეურაცხყოფა!) ასე დიდ ხანს თუ გაგრძელდება ან საერთოდ ყველაფრის ხალისს დავკარგავთ ან უკან დაუხევლად ვიბრძოლებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო ორკესტრმა ერთხელ და სამუდამოდ დაიბრუნოს უფლება რომ სრულფასოვნად იჟღეროს და იფუნქციონეროს ისე, როგორც მის სტატუსს, ხარისხსა და რეპერტუარს შეეფერება!". ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში წერილსაც აქვეყნებს, რომელსაც ხელს თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, ვახტანგ კახიძე აწერს. ამ ყველაფერს კი მიხეილ მდინარაძე ეხმაურება: "ბატონებო!!! დაანებეთ თავი ქართული მუსიკის უზურპაციას!!! ორი დღეა ვკითხულობ გაუთავებელ პოსტებს იმასთან დაკავშირებით, როგორ ომობს ორი პერსონა ერთმანეთთან იმაზე რაც საერთოდ არ ეკუთვნის არც ერთს და არც მეორეს. თქვენს პირად გრძნობებს თქვენვე მოუარეთ და ნუ გახდით ამას საზოგადოებრივი განხილვის საგნად! სირცხვილია ბოლოს და ბოლოს! ძალიან ცდება ამ კონფლიქტის ორივე აქტორი როცა ფიქრობს, რომ მათ უბოძა ქართულმა საზოგადოებამ ექსკლუზიური უფლება ან რომელიმე ორკესტრზე ან რომელიმე დარბაზზე, ეს ყველაფერი საზოგადოების კუთვნილებაა და არა თქვენი ბატონებო. ძალიან ბევრი რამ ვიცი ამ ყველაფერთან დაკავშირებით მაგრამ საჭირო არაა ეს სიბინძურე გარეთ გამოვიდეს და შემდეგ სენტიმენტების საფარქვეშ ადამიანების მხარდაჭერას ამ გზით მივაღწიოთ! თქვენს ადგილზე ქუჩაში დავუკრავდი და ვაჩვენებდი ყველას, რომ მუსიკა ყველგან, ყველა სივრცეში არსებობს და თუ სურვილია მისი შესრულებაც არაა პრობლემა! აი ამ შემთხვევაში მართლა დავიჯერებდი რომ ეს არა პიროვნული კონფლიქტია, რომელიც არავის აინტერესებს არამედ ბრძოლა მუსიკის განვითარებისთვის! ფეოდალური ხანის მმართველობაა პრობლემა, დიახ სწორედ ესაა.. ათობით მუსიკოსს საქართველოში უზარმაზარი ენერგიის და ბრძოლის ფასად უწევს ორკესტრთან ერთი კონცერტის დაგეგმვა, მაშინ როდესაც ამ ორკესტრების ხელმძღვანელებისთვის "პირად" საკუთრებაში მყოფი ორკესტრები მუდმივ მზადყოფნაშია სწორედ მათი მუსიკალური ამბიციების დასაკმაყოფილებლად! აი ესაა მართლა პრობლემა და თუ გნებავთ დავსხდეთ და ვიმსჯელოთ ამაზე! თქვენ ერთადერთი ლეგიტიმაცია გაქვთ საზოგადოებისგან, განავითაროთ და წინ წაწიოთ კლასიკური მუსიკის შესრულების ხარისხი საქართველოში და კეთილი ინებეთ და გააკეთეთ ის რის გამოც იკავებთ თქვენს პოსტებს! და ნუ მეტყვით ახლა რომ დარბაზია პრობლემა. თუ სურვილია ყველაფერი შეგიძლიათ გააკეთოთ!". "ერთი სული აქვს აღარ ვიარსებო... რას უშვება ადაიანს ამპარტავნების და შურის გრძნობა. გული მტივა"-წერს ნიკოლოზ რაჭველი. ამ ყველაფერმა მიხეილ მდინრაძე ძალიან გააღიზიანა და ნიკოლოზ რაჭვველს სასამართლოთიც დაემუქრა: "აი ამ ცილისწამებისთვის ბატონ რაჭველს მოუწევს პასუხის გაცემა, რადგან არც ერთ ჩემს მიერ დაწერილ ტექსტში ბატონი რაჭველის პიროვნების მიმართ არ გამომითქვამს არც ერთი სიტყვა რომელსაც ის მაბრალებს!!! მეტიც, ჩემს პოსტში საერთოდ არ ხსენებულა მისი სახელი და გვარი!" "აი ბატონებო თქვენი საამაყო ნიკას შეფასება იმისა რაც ხდება, ცილისწამება და ტყუილი.. მე მინდა რომ ნიკა გაქრეს თურმე!!! სად დავწერე ეს გთხოვთ მიმითითოთ თუ არა და ან საჯაროდ ბოდიში მოიხადის ამ სიბინძურისთვის ან რახან თვითონ იმის შნო და უნარი არ აქვს რომ თავად დამელაპარაკოს თქვენ გადაეცით ხვალვე შემაქვს სარჩელი სასამართლოში პირადი შეურაცხყოფისთვისა და ცილისწამებისთვის!!!"-დასძენს მიხეილ მდინარაძე. 680 4-ს მოსწონს
|