მუსიკა ქეთა თოფურიას ჯგუფი, "ა სტუდიო" დაიშალა?! 2015, 25 სექტემბერი, 15:59 ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია უკვე 10 წელია ჯგუფ "ა სტუდიოს" სოლისტია. ის რუსულ შოუბიზნესში საკმაოდ ცნობადი და გამორჩეული სახეა. მაყურებელმა საქართველოდან ჩასული ახალბედა მომღერალი მალევე მიიღო და შეიყვარა. იყო დრო, როდესაც ქეთას ჯგუფის წევრებთან დადებული კონტრაქტის თანახმად დაოჯახება ეკრძალებოდა, თუმცა ჯგუფის წევრები ისე დაახლოვდნენ, რომ დღეს უკვე ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე მუშაობენ. წელს ქეთა მუსიკალური პროექტის "The Voice"-ის ახალი მწვრთნელი იქნება. მომღერლის სამშობლოში დაბრუნებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგიერთები ამტკიცებდნენ, რომ მას ჯგუფის წევრებთან ჰქონდა კონფლიქტი. ეს ყველაფერი ჭორი აღმოჩნდა და ქეთას მტკიცებით, მის კარიერულ და პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი რიგზეა. სულ ცოტა ხნის წინ, "ა სტუდიოს" ოფიციალურ გვერდზე მათი დაშლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. "ГРУППА A’STUDIO РАЗДЕЛИЛАСЬ ПОПОЛАМ"-ასე ერქვა სტატიას, რომელმაც ქართული ინტერნეტსივრე მოიცვა. როგორც სტატიის შინაარსიდან ირკვევა ჯგუფი არ დაიშლება, უბრალოდ ერთჯერად მაყურებლის წინაშე ორ ნაწილად დაყოფილნი წარსდგებიან. ყაზახეთსი გამართულ ევრაზიული მუსიკალური პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებული, ნომინაციაში "ევრაზიის არტისტი" სწორედ "ა სტუდიო" გახდა, რის გამოც ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ჯილდოს ასაღებად გაემგზავრა. დანარჩენები კი რუსეთში დარჩნენ, რათა კონცერტზე ემღერათ და პოპულარული მუსიკალური არხისთვის დაბადებისდღე მიელოცათ. ასე რომ, ჯგუფი არ დაშლილა და ქეთა თოფურიას ცხოვრებაშიც ყველაფერი რიგზეა. 853 4-ს მოსწონს
|