მუსიკა მამა პეტრეს ქალიშვილი გურამ შეროზიამ მუსიკალურ კლიპში გადაიღო (+კლიპი) 2015, 5 ოქტომბერი, 3:53 მამა პეტრემ 14 წლის ქალიშვილის რამდენიმე ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ ფოტოები ზედმეტად თამამი იყო. სკანდალმაც არ დააყოვნა და მამა-შვილი სრულიად ქართული მოსახლეობის განკითხვის საგნად იქცა. რამდენიმე დღის მანძილზე განიკითხავდნენ, ლანძღავდნენ, ამხნევებდნენ და გვერდშიც ედგნენ. სკანდალი ჩაცხრა, 14 წლის მარიამ კვარაცხელია კი საზოგადოების მეხსიერებაში დარჩა. გოგონას ინტერვიუს თუ წაიკითხავთ ადვილად მიხვდებით, რომ ლაღი, ჭკვიანი, ნაკითხი და მიზანდასახული ბავშვია, ისეთი მისი ასაკის ბავშვებში ერთი-ორს რომ შეხვდებით. მარიამმა "პროფილის" რეკლამაშიც მიიღო მონაწილეობა და გადაცემაშიც სულ მალე ვიხილავთ. ის, რომ მღვდლის შვილი ხარ, რატომ გავალდებულებს იმაში, რომ აუცილებლად კოჭებამდე კაბით იარო, ზღვაზე თუ აუზზე მაისურით იბანავო, არ გაიკეთო პირსინგი, არ იცხოვრო რიგითი მოზარდის და ზრდასრულის ცხოვრებით?"-წერს ბლოგერი. 284 3-ს მოსწონს
|