x
image
ციცი
Mediator image
ანჯელინა ჯოლი და ბრეტ პიტი შორდებიან. არის თუ არა მათი დაშორების მიზეზი ღალატი.

imageამერიკულ ჟურნალ In Touch-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ჰოლივუდელი წყვილის, ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის ურთიერთობა კრიზისშია და როგორც ჟურნალის ახალი ნომერი ამტკიცებს, 2015 წლის ბოლომდე ისინი დაშორდებიან ერთმანეთს.image

სანდო წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით ჟურნალი ამტკიცებს, რომ წყვილს შორის პრობლემები დაქორწინებისთანავე დაიწყო. ანჯელინა და ბრედი საფრანგეთში, 2014 წლის 23 აგვისტოს დაქორწინდნენ.

"ბრედი აპირებს განქორწინებას, რაც უკვე შეატყობინა ანჯელინას. იგი თავს უბედურად გრძნობს."

ოჯახის დანგრევის მიზეზად ახლობლები ანჯელინას დესპოტურ ხასიათს ასახელებენ:

"ბრედის თქმით, ანჯელინა აკონტროლებს მას ურთიერთობის პირველივე დღიდან. ადრე მას მოსწონდა, რომ ჯოლი პასუხისმგებლობას იღებდა თავის თავზე, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი შეიცვალა."


მაგრამ ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ვრასკვლავური წყვილის გაყრის მიზეზად ღალატი სახელდება.

ჭორები წყვილის დაშორების შესახებ ჯერ კიდევ დეკემბერში გავრცელდა.

შემთხვევით არ არის, რომ ჯოლიმ საქორწინო კონტრაქტში ჩართო ის პუნქტი, რომლის მიხედვითაც ბრედ პიტს ღალატის შემთხვევაში 6-ივე შვილზე მეურვეობა ჩამოერთმევა.

გავრცელებული ხმების მიხედვით, მიზეზი გახდა ანჯელინას ეჭვიანობა მსახიობ ლუპიტა ნიონგზე. როგორც ცნობილია, ბრედ პიტი იყო პროდიუსერი ფილმისა "12 წელი მონობაში", სადაც ლუპიტა თამაშობდა და მიიღო "ოსკარი" ქალის საუკეთესო როლის შერულებისთვის. ჯერ კიდევ გასული წლის Screen Actors Guild-ის დაჯილდოვებისას მიეცა ანჯელიანს ეჭვიანობის საბაბი. ბრედ პიტი წუთითაც კი არ შორდებოდა ლუპიტა ნიონგს, ხოლო როდესაც იგი ერთ-ერთ ნომინაციაში გამარჯვებულად გამოაცხადეს ბრედი დიდი ოვაციებით შეხვდა. განაწყენებულმა ჯოლიმ ცერემონიალი დატოვა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბრედი და ლუპიტა კვლავ იმუშავებენ ერთად ახალ დრამაზე, რომლის პროდიუსერიც იქნება პიტი.

52 წლის ბრედ პიტი ასევე დიდ ყურადღებას უთმობს 23 წლის მომღერალს და მსახიობს სელენა გომესს, რომელთან ერთადაც მან ითამაშა ფილმში THE BIG SHORT-ში, სადაც ბრედი მთავარ როლს, ხოლო სელენა ეპიზოდურ როლში იყო.

imageimageბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის რომანი 2005 წელს დაიწყო ფილმის "მისტერ და მისის სმიტების" გადაღებებზე. 2005 წლის ოქტომბერში პიტი დაშორდა ჯენიფერ ენისტონს და ანჯელინასთან ერთად დაიწყო ცხოვრება. ერთად ცხოვრების პერიოდში წყვილს სამი საკუთარი შვილი ეყოლა და სამიც იშვილეს.

0
204
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0