ქალი და მამაკაცი რაზე წყდება გული ნუკა კვალიაშვილს-"ქალი თავს ქალად კი არა მონად გრძნობს..." 2016, 5 თებერვალი, 14:11
"გული მწყდება, როდესაც ჩემს გარშემო ვუყურებ ადამიანებს, ახალგაზრდებს და ძირითადად მამაკაცებს, "ბიჭებს" რომლებიც ყველა ერთმანეთის ასლია, ყველას ერთი და იგივე გართობა აქვს და სიტუაცია, კაზინო, ტაბლეტები, გაუბედურებული ცოლები, რომლებიც ასატანს იტანენ იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვთ, გული დამწყდა როდესაც ერთ-ერთ გვერდს ჩამოვყევი და წავიკითხე რომ ვალენტინობას ქალები ზოგი ხვდება და ისიც ისე ხვდება, რომ თვითონ ცდილობენ საჩუქრის გაკეთებას მეუღლისთვის ან ზოგისთვის საერთოდ მომსპარია ეს დღე, რადგან მათ მეუღლეებს არ ადარდებთ საკუთარი ქალი რომ ასიამოვნონ და ქალი თავს ქალად კი არა მონად გრძნობს, ვაკვირდები უამრავ ნაცნობ ადამიანს რომლებსაც შვილი(ები) ყავთ და მამებს ელემენტარული პამპერსის გამოცვლა არ შეუძლიათ, იმიტომ რომ თურმე ეგ კაცის საქმე არ არის, არადა რომ კითხო- აუ, ჩემი დდშვც აქედან უნდა წავიდე, - აკერიათ პირზე და საერთოდ არ იციან, რომ მათნაირი არაკაცები იქ არავის სჭირდება, მწყინს როდესაც ვკითხულობ რომ მთელი პასუხისმგებლობა ცოლზე აქვთ გადაკიდებული, თვითონ კი დრო გაყავთ უსაქმურობაში "უბანში დგომა-დალევაში", "ღალატში", "ოჯახის ფულის ტოტალიზატორ-"რულეტკაში" განიავებაში, ცოლს კი 2 საათი ძილი ენატრება და დახმარება-გვერდზე დგომაზე ოცნებობს, მაღიზიანებს როდესაც ვუყურებ არაკაცებს, რომლებსაც ეზარებათ მუშაობის დაწყება, რადგან არააქვთ შრომისუნარიანობა, ასევე გული მწყდება როდესაც ვისმენ გოგონებისგან-ქალებისგან რომ "ჩემი ქმარი მაინც არაფრის გამკეთებელი არ არის და მე უნდა ვარჩინო ოჯახი". გული მწყდება იმ სიტუაციებზე, ქალი დაოჯახდება და შემდეგ "ნასკი გამხადე შე დედ*******"- ს რომ გაიძახიან კაცები, იქიდან გამომდინარე რომ ცნობადი სახე ვარ, შესაბამისად ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ და მაქვს კონტაქტი, ასევე მწერენ ინბოქსში თავიანთ პრობლემებზე და ისეთ რაღაცეებს ვისმენ უბრალოდ დავრწმუნდი, რომ საქართველოში იმიტომ არის წინადადება "ყველა კაცი ერთნაირია" აქტუალური, მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ყავს იმ კატეგორიის ქმარი, როგორიც ჩამოვთვალე და უამრავმა ქალმა მომწერა ასევე და თავიანთ პრობლემას მოაყოლეს, რომ "რომ ვუხსნი რა მწყინს და რა მიხარია მეუბნება, ტვინი ნუ წამიღე, ვერ გავიგე რას ითხოვ და რა გინდაო". ხოდა პატივცემულო ესეთო კაცის კატეგორიავ! ვინც კაცის მაგივრად ხართ ჯორები, ჯერ ის რომ კაზინოთი გამდიდრების იმედი ვისაც გაქვთ, თქვენ ხართ მსოფლიო დონის ს****, ეგ ერთი, მეორე ვისაც ქალის მიმართ პატივისცემა არა გაქვთ ხართ ***ები, მესამე ვინც ხართ უსაქმურები და ეგოისტურად თავში დარწმუნებულები, რომ სულ ხართ მართლები და თქვენს გაუბედურებულ ქალებს, რომლებიც თქვენ გააუბედურეთ უნერგავთ, რომ ისინი არაფერს წარმოადგენენ და არ იმსახურებენ ყურადღებას თქვენი ყველას გამზრდელი და გამხარებელი... თქვენზე მეტი სიმამაცის არიან ის ქალები, რომლებსაც ესე ამცირებთ და კიდევ ვისაც გგონიათ რომ ყველაფერი გექნებათ ისე როგორც ადრე, კარგად დაიმახსოვრეთ რომ არაფერია სამუდამო!!!! აი, იმ ქალებს კიდე ვუსურვებ შინაგანად გაძლიერებას! ვუსურვებ საკუთარ თავში თავდაჯერებულობის მომატებას და იმაზე დაფიქრებას "ერთხელ მოდიხარ ამ ცხოვრებაში და ღირს ვინმე ლუარსაბის მონობა? "..... ყველა წესიერ, კარგ და ნამდვილ ადამიანს გისურვებთ წარმატებას, გამართლებას და გახსოვდეთ, რომ თქვენი კარგად ყოფნა ისევე თქვენზეა დამოკიდებული." 253 3-ს მოსწონს 1-ს არა
|