საზოგადოება თბილისში ტრანსგენდერი ბიანკა შიგუროვა გარდაცვლილი იპოვეს 2016, 5 თებერვალი, 10:16 ტრანსგენდერი ქალი, ბიანკა შიგუროვა საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას “17 მაისი” ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით სიკვდილის მიზეზი სავარაუდოდ გაზის გაჟონვაა.მეზობლების განცხადებით ბიანკა დაახლოებით 3-4 დღის წინ დაიღუპა.შსს ფაქტს ადასტურებს, მათი ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. პირველად ფართო საზოგადოებისთვის ბიანკა გია ჯაჯანიძის საავტორო გადაცემა "სხვა რაკურსით" გახდა ცნობილი. ბიანკა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ორმეთიდან იყო.იგი ხშირად ძალადობის მსხვერპლი იყო, როგორც თვითონ აღნიშნა პირვალად ის 8 წლის ასაკში გააუპატიურეს.მას არ აღიარებდა საკუთარი დედა.მოგვიანებით ბიანკა სოფლიდან გამოაძევეს. 394 11-ს მოსწონს
|