x
image
ციცი
Mediator image
"ადამიანი, რომ კაცის ქალურ წივილ-კივლზე "ბევრს იცინის"... იმას შეიძლება "გემოვნებაზე" პრეტენზია ჰქონდეს?"

image
"რუსთავი 2-ის" გასართობი დეპარტამენტის ყოფილი მთავარი პროდიუსერი ბაკურ სვანიძე, ტელეკომპანია "მაესტროს" გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელ "ფეისბუქზე" ეხმიანება და უცნობის, იგივე გიორგი გაჩეჩილაძის შესახებ წერს:

"აი, უკვე მჯერა, რომ უცნობი - გიორგი გაჩეჩილაძე ძალიან მაგარ ტელევიზიას გააკეთებს "მაესტროსგან"!

"უცნობი" - ფრაზა 1:- "მთავარი არ არის ტექნიკა, მთავარია როგორ გიმუშავებს გონება და როგორი გემოვნება გაქვს!
მე ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიას გავაკეთებ!"
რამდენიმე წუთის შემდეგ "უცნობი" - ფრაზა 2:-"აი, მაგალითად ის, კომედი შოუში რომ არის, მიშა ანდღულაძე, ეს ხომ უნიჭიერესი ადამიანია.
ის და მისი გუნდი კომედი შოუ რომ არის, სულ ვუყურებმაგათ და ძალიან ბევრს ვიცინი მაგათ გადაცემებზე.
უბარლოდ წნეხში არიან და თვითონაც არ უნდათ ეს.
აი, იმ წნეხიდან იქნებ გამოვიდნენ რა. ძალიან ნიჭიერები არიან"

აჰა!
აბა, ამის მერე რომელიმეს ეჭვი შეგეპარებათ უცნობ-გრეჩიხ-გაჩეჩლაძის გემოვნებაში????

მორჩა!
დავწრმუნდი რომ დახვეწილი გემოვნება აქვს ამ კაცს!
ისე, "მიხვედრილიც" ყოფილა - თურმე "კომედი შოუს" ხალხს უნდათ სააკაშვილის მონები იყვნენ, აი იტანჯებიან თურმე საწყლები კაცო!!!!
და მთელი ეს 10 და მეტი წელიწადი სულ წნეხ-წნეხ ჭამეს უამრავი ფულები!!!!
მოკლედ, ზნეობაც მაგარი ჰქონია, ბატონ უცნობს!
დარწმუნებული ვარ აყვავდება "მაესტრო"...

ადამიანი, რომ კაცის ქალურ წივილ-კივლზე "ბევრს იცინის"...
იმას შეიძლება "გემოვნებაზე" პრეტენზია ჰქონდეს?"image

0
447
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
447
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0