რატი დურგლიშვილმა ცეცხლმოკიდებული მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო. მომღერალი სოციალურ ქსელზე მიმართვას ავრცელებს.
მომღერალ რატი დურგლიშვილის მანქანას გუშინ, გაგარინის მოედანზე ცეცხლი გაუჩნდა. მომღერალმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან გადმოსვლა მოასწრო.
სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა და კომპანია "Bravo Records"-ის პროექტების მენეჯერმა დალი ფრიდონაშვილმა გაავრცელა ამ შემთხვევის ამსახველი ვიდეო:
" როგორც დავაზუსტე არავინ დაშავებულა, მომღერალ რატი დურგლიშვილის მანქანას ქონდა რაღაც გაუმართაობა, ცეცხლი შემდგომ საბურავებს მოედო და ისინი დასკდა... მომღერალი საბედნიეროდ გადმოსული იყო..."
როგორც ჩანს, ვიდეო შემთხვევის ადგილიდან დალი ფრიდონიშვილის ქალიშვილმა გადაიღო სახლის ფანჯრიდან, რასთანაც დაკავშირებით ჟურნალისტი წერს:
"რატი დურგლიშვილის მანქანაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ყველა საინფორმაციო ჩემი ქალიშვილის ნუკი კოპალეიშვილის გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს, საინტერესოა ნუკის რომ არ მოეფიქრებინა და სწრაფად არ გადაეღო, რა ეშველებოდათ საინფორმაციო საშუალებებს..."
რატი დურგლიშვილი ამ ფაქტთან დაკავშირებით სტატუსს ავრცელებს სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" და მადლობას უხდის ყველას, ვინც მას დაეხმარა:
"ჩემო უსაყვარლესო ადამიანებო, უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის და მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდით თავს, ყოველთვის შეამოწმეთ ავტომობილი, იყავით ყურადღებით და ფრთხილად. მიუხედავად იმისა, რომ მეგონა გამართული იყო ჩემი ავტომანქანა, მაინც აღმოჩნდა გაუმართავი, რამაც გამოიწვია ეს შედეგი. მთელი გულით ვუხდი მადლობას იმ ადამიანებს ვინც დამეხმარა. უღრმესი მადლობა ჩვენი ქვეყნის პოლიციას, სახანძროს და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს თანადგომისთვის და ჩემთვის გაწეული დახმარებისთვის."